Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

 

(პროგრამული კოდი 35 03 02 01)

 

დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა. 

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

 

·      კიბოს სკრინინგს, მათ შორის:

 

ü  ძუძუს კიბოს სკრინინგს:

-         მამოლოგის კონსულტაცია;

-         მამოგრაფიული  გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით),

-          ექოსკოპიური  გამოკვლევა (საჭიროების დადასტურების  შემთხვევაში)

ძუძუს კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა -2 წელიწადში ერთხელ;

 

ü  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს:

-         გინეკოლოგის კონსულტაცია,

-         პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარება  ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;

 

საჭიროების შემთხვევაში ტარდება:

-         კოლპოსკოპიური სკრინინგი  ან

-         კოლპოსკოპია მორფოლოგიით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის  რეკომენდებული პერიოდულობა - 3 წელიწადში ერთხელ;

 

ü  კოლორექტალური კიბოს სკრინინგს:

 

-         ფარულ სისხლდენაზე სპეციალური (FOBT) ტესტის ჩატარება;

 

საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება:

-         კოლონოსკოპიური სკრინინგი ან

-         კოლონოსკოპია მორფოლოგიით.

კოლორექტული კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა-2 წელიწადში ერთხელ;

 

·      პროსტატის კიბოს მართვას:

 

-           სისხლში  პროსტატის კიბოს სპეციფიური ანტიგენის გამოკვლევას ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით; ;

 პროსტატის კიბოს რეკომენდებული პერიოდულობა - ყოველწლიურად;

 

·      საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებულ სკრინინგს“:

 

ü  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს:

-         გინეკოლოგის კონსულტაცია,

-         პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარება  ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;

 

საჭიროების შემთხვევაში ტარდება:

-         კოლპოსკოპიური სკრინინგი  ან

-         კოლპოსკოპია მორფოლოგიით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა - 3 წელიწადში ერთხელ.

 

·      1-დან 6 -წლამდე  ასაკის ბავშვთა მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების სკრინინგსა  და პრევენციას, რომელიც მოიცავს:

 

ü  ბენეფიციართა იდენტიფიკაციას/სკრინინგს (ნევროლოგის მიერ მონაცემთა ანალიზი და შეფასება,  გაღრმავებული დიაგნოსტიკის აუცილებლობის განსაზღვრა);

ü  ნევროლოგის კონსულტაციას, ძილის დარღვევების კვლევას;

ü  ბენეფიციართა ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკას - ბენეფიციარის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას რისკ-ჯგუფებში, საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაციას, ეეგ-კვლევისა და ელექტროფიზიოლოგიური მონაცემების შეფასების აუცილებლობის განსაზღვრას;

ü  ელექტროფიზიოლოგიური კვლევების წარმოებას და მონაცემთა ანალიზს.

 

·      ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას:

 

ü  პაციენტის  მონაცემთა რეგისტრაცია, მონაცემთა დამუშავება და ეპილეფსიის რეგისტრის ბაზაში განთავსება;  პირველადი სკრინინგი -  ნევროლოგის კონსულტაცია;

ü  მეორადი (ეპილეფტოლოგიური) სკრინინგი;

ü  საჭიროების შემთხვევაში ეეგ-კვლევა;

ü  საჭიროების შემთხვევაში ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება;

ü  ეპილეფტოლოგიურ დასკვნით დიაგნოსტიკა;

 

·      დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტს:

 

ü  თბილისის მასშტაბით დაბადებული დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევას რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით და სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;

ü  გესტაციური ასაკით 34 კვირამდე ან გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნას დღენაკლულთა რეტინოპათიის გამოსარიცხად. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2–4 კვირაში;

ü  ნეონატოლოგის გადაწყვეტილებით, გამოკვლეულ უნდა იქნას 34-36 გესტაციური კვირის (მიუხედავად  წონისა) ის დღენაკლული ახალშობილები, რომელთაც აღენიშნებოდათ დამძიმებული ანამნეზი (სეფსისი, ნეკროზული ენტეროკოლიტი და ა.შ.) ან დასჭირდათ დამატებითი ოქსიგენოთერაპია 48 საათზე დიდხანს. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2–4 კვირაში;

ü  გესტაციური ასაკით 27 კვირამდე დაბადებული ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნას  30-31 პოსტკონცეპტუალური კვირის ასაკში;

ü  გესტაციური ასაკით 27–დან 32 კვირამდე დაბადებულ ყველა დღენაკლულ ახალშობილს, რეტინოპათიის გამოსარიცხად, პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე–4-5 კვირას (28– 35 დღე);

ü  გესტაციური ასაკით 32 კვირაზე ზემოთ და დაბადებისას წონით <1501 გრამზე ნაკლებ ყველა დღენაკლულ ახალშობილს რეტინოპათიაზე პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე–4–5 კვირას (28 – 35 დღე);

ü  სკრინინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ კვირაში  ერთხელ, როცა:

-        სისხლძარღვები მთავრდება I ზონაში ან II ზონის უკანა წილში;

-        როდესაც შეინიშნება პლიუს ან პრე-პლიუს დაავადება;

-        როდესაც სახეზეა დაავადების მე–3 სტადია ნებისმიერ ზონაში.

ü  სკრინინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ ყოველ მეორე კვირას ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ყველა სხვა ვარიანტის შემთხვევაში, სკრინინგის შეწყვეტის კრიტერიუმებამდე;

ü  გესტაციური   ასაკით             34        კვირამდე        და       გესტაციური   წონით 2001 გრამამდე

ü  ყველა დღენაკლული ახალშობილი, სტაციონარიდან გაწერამდე, გამოკვლეული უნდა იქნას ადგილობრივი კრიტერიუმით;

ü  სკრინინგის ჩატარების გადავადების შემთხვევაში, გადავადების გადაწყვეტილების მიზეზი გარკვევით უნდა აღინიშნოს ახალშობილის სამედიცინო ბარათში და დაგეგმილი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ერთი კვირის ვადაში;

ü  ახალშობილებს,         რომელთაც     არ        აღენიშნებათ   დღენაკლულთა რეტინოპათია და     ვასკულარიზაცია ვრცელდება III ზონაში, მხედველობისთვის საშიში რეტინოპათიის განვითარების მინიმალური რისკი აქვთ. ამ დროისთვის (პოსტკონცეპტუალური ასაკით 36 კვირის თავზე) სკრინინგი შეიძლება შეწყდეს.

 

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.


მათ შორის

ü  ძუძუს კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა  40-70 წლის ასაკის ქალები;

ü  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა  25-60 წლის ასაკის ქალები;

ü  პროსტატის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა  50-70 წლის ასაკის მამაკაცები;

ü  კოლორექტალური კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 50-70 წლის ორივე სქესი;

ü  ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების სკრინინგისა  და პრევენციის მოსარგებლეა 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი;

ü  თბილისის მასშტაბით გესტაციური ასაკით 34 კვირამდე ან გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილი


დანართი-ბრძანება სახელმწიფო პროგრამების საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების თაობაზე_06-13ო