Logo

რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

title

უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს  დარწმუნდი, რომ შენ და შენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.


განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.

 

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: 

·       დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)

·       გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;

·       სითბური გამოფიტვა;

·       სითბური დაკვრა.

 

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

·       75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები

·       ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები

·       ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები

·       გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები

·       ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები

·       გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე

·       ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები

·       ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

 

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

·       შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილესახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგდღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკსგადაცილებული ადამიანებისათვისაგრეთვე მათთვისვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

·       ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდესანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

·       დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრებიჟალუზები და დარაბებიგანსაკუთრებით მზის მხარესშეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.

·       მზის მხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზებიდარაბები.

·       ჩამოკიდეთ სველი პირსახოცებირაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

·       თუ სახლში გაქვთ კონდენციონერიდაკეტეთ კარებები და ფანჯრებირათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგიაეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტისსაფრთხეს.

·       ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს.

·       მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

 

თავი აარიდეთ სიცხეს

·       გადადით ცხელი ოთახიდან გრილშიგანსაკუთრებით ღამით.

·       თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნებაშეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაშისადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება).

·       მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

·       მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასთუ ეს აუცილებელიამაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.

·       დარჩით/გაჩერდით ჩრდილში

·       არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

 

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

·       მიიღეთ გრილი შხაპიან გამოიყენეთ ყინულის პაკეტებისველი პირსახოციდა სხვა.

·       ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალისღია ფერისთავისუფალი ტანსაცმელიფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპიან ქოლგადა მზისგან დამცავი სათვალე. 

·       იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიშირათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

·       მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეგარდა ალკოჰოლისტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

·       საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობითმოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?

·           ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებსმეგობრებსმეზობლებსრომლებიც ძირითადად მარტონი არიან.

·           ოჯახში განიხილეთთუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებშირათა ყველამ იცოდესთუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვაადამიანებსაც.

·           თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებსრომელსაც სჭირდება თქვენი დახმარებამოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.

·           თუ იცითრომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტსკითხეთ მის მკურნალ ექიმსწამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ანსითხის ბალანსზე.

·           შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევებირათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროსეს ყველამ უნდა იცოდესრადგან შესაძლოა დასჭირდეს.

·           თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.

 

დავეხმაროთ ერთმანეთს

 თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

·            თუ იგრძენით თავბრუსხვევასისუსტეფორიაქიძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილისასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.

·            მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

·            თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებშიხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღებათუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდასასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

·            ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.

·            თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.

·            მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები. 

·            თუ შემჩნევთრომ ოჯახის რომელიმე წევრიან ნებისმიერი ადამიანირომ ცხელიაკანი გამომშრალი აქვსბოდავსკრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონებასასწრაფოდგამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმსსასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილასდააწვინეთჰორიზონტალურადაუწიეთ ფეხებიგაუხსენით ტანსაცმელირომ არ უჭერდესკისერზეიღლიის ქვეშსაზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტიტანი დაუზილეთ 250-300ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურაგონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

·           მედიკამენტი შეინახეთ 250C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

·           თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტსმათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთექიმს.

 

სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებითგანსაკუთრებითახალგაზრდა გოგონებშირომელთაც მიაჩნიათრომ რუჯინიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიურ სილამაზესთუმცა,  დერმატოლოგები განმარტავენრომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება,  რომელიც ჩნდებაულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.

გასათვალისწინებელიარომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებასპიგმენტური ლაქების წარმოქმნასკანის კიბოს განვითარების რისკის მომატებასმზის სხივებმაარამარტო კანის პრობლემებიარამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგკატარაქტარაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობაამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომებისისუსტედაზიანებული უბნისშეშუპებასითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნატკივილიშესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატებაგულისრევა.

მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგასეთი სიმპტომების გაჩენისთანავედაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნასდამწვრობის დისკომფორტი და ანთებადაზიანებულ უბნებზე დაიფინე ცივი კომპრესებიმიიღე ცივი აბაზანაწაისვი ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.

მიმართეთ ექიმსთუ:

·         დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,

·         განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),

·         გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.

 

დაიმახსოვრეთ:

·         მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას

·         არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები

 

მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

·         ადამიანებირომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმალურჯი თვალები.

·         წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.

 

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:

·         შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობაგანსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელიაღრუბლიან ამინდშიც.

·         საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგანრამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

·         ყურადღება მიაქციეთულტრაიისფერ (უიინდექსსრაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.

·         ატარეთ  ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელიფართოფარფლებიანი ქუდიმუქი სათვალეები  99-100%-ით დამცავი ეფექტით.

·         გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემებირომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტიაწაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისადმოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.



როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისაგან


ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის.

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. რამდენადაც შესაძლებელია მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ  არსებულ სიმპტომს  შენიშნავთ:

·         სისუსტე

·         ძლიერი დაღლილობა

·         თავის ტკივილი

·         ცხელება

·         ინტენსიური წყურვილი

·         შარდის შეკავება

·         გულის რევა

·         ღებინება

·         ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა

·         დაბუჟება

·         კუნთების ტკივილი

·         კუნთების სპაზმი

·         ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა),  გულსისხლძარღვთა და თირკმელების  დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში  გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ  ტელევიზორთან გატარებულ დროს.

ბავშვები ძლიერ სიცხეში შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია  მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, მიაწოდეთ ისეთი  ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება.

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

·         თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რომელიც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი

·         მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას

·         დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით

·         თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიათ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალებ

თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია

·         დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან - გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა

·         აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.

·         თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება

 

თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)

·         გადაანაწილეთ და დაგეგმეთ გარეთ გასვლა დღის უფრო გრილ პერიოდში

·         თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

·         არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.

·         გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

 

 

აირიდეთ მზის დასხივება

უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.

·         ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50C-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.

·         თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.

·         არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

მზისგან დამცავი და მწერების საწინაამდეგო საშუალებათა ერთდროულ გამოიყენება უსაფრთხო

 

 

მზადება  ძლიერი სიცხისთვის

·         იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.

·         ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა

·         შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა

·         დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით თქვენ შვილს სხვადასხვა სითხე დასალევად, სანამ მოწყურდება.

·         გაამხიარულეთ - მიეცი ფერადი ჭიქა საწოვარათი  და შეახსენეთ, რომ წყალი დალიოს ხელების ყოველი დაბანის შემდეგ.

·         ეცადეთ გახადოთ გემრიელი–არომატული წყალი ნატურალური ხილის წვენით, შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის.

·         ეცადეთ უზრუნველყოთ ბვერი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.

·         აქციეთ ეს ყოველდღიურობად – დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ყოველი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მიიღოს წყალი.


 


ზაფხული და გადამდები დაავადებები


ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება-გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიამტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

წყლითა და საკვებით გადაცემადი დაავადებების  თავიდან  აცილების მიზნით, გახსოვდეთ:

·         წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების     მოსამზადებლად;

·       არ გამოიყენო სასმელად წყალი ადუღების გარეშეთუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ანადუღარი  წყალი უსაფრთხოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში;

·       სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და დეზინფიცირდება;

  • შეგროვილი, ანადუღარი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთადახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
  • ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
  • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

o     ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად

o     საკვების მოსამზადებლად

o     სასმელების ასამზადებლად

o     ყინულის მოსამზადებლად

o     ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად

o     ხელების დასაბანად

·         მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად (შეიწვას ან მოიხარშოს);

·         მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;

·         მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეფუთული, ხოლო თერმულად დამუშავებული პროდუქტი  - თავდახურულ ჭურჭელში;

·         უმი და მოხარშული პროდუქტის დასამუშავებლად იქონიეთ ცალ-ცალკე დაფები;

·       არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან  სახლში დამზადებული ნაყინი;

·      საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;

·      არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;

·     სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;

·      მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს   გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;

·          სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;

·         თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრების და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ რომ მათი შენახვა შეიძლება 00C -80ტემპერატურაზედამზადებიდან არა უმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი - 72 საათი; ნაღების კრემით - 36 საათი; მოხარშული კრემით - 6 საათი; ათქვეფილი ნაღებით - 7 საათი; 

·      დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;

·      დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­­ლენისთანავე აუცილებელია  მი­მა­­­ოთ ექიმს;

·      ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;

·         დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობაარასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს  ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.   

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცხოველისგან დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა ვაქცინაციის საკითხის გადასაწყვეტად.

საქართველოში გავრცელებული გველებიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი. გველისგან დაკბენის შემთხვევაში დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ უახლოეს რაიონულ ცენტრში. რაიონულ ცენტრებში არსებული საავადმყოფოები მომარაგებულია გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. არ შეიძინოთ ხორცი თუ დარწმუნებული არ ხართ ხარისხის საიმედოობაში.

ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია გადამტანებისაგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას.

ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელისა და რეპელენტების  (დამაფრთხობლები) გამოყენება. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ტკიპების გავცელების არეალში ყოფნის შემდეგ, საგულდაგულოდ დაითვალიერეთ სხეული - ტკიპას გამოვლენისა და მისი უსაფრთხოდ მოცილების მიზნით. გახსოვდეთ - ტკიპას დროული მოშორება სხეულიდან - დაინფიცირების რისკის შემცირების კარგი შესაძლებლობაა.დაუშვებელია ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.

გახსოვდეთ, რომ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ფიქსირდება წითელას შემთხვევები. წითელა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და მისი პრევენციის ერთადერთი საშუალება - ვაქცინაციაა. დაბეჯითებით გირჩევთ 41 წლამდე ასაკის პირებმა გადაამოწმოთ საკუთარი აცრის სტატუსი და თუ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა არასდროს მიგიღიათ ან ვერ აღმოაჩენთ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს - ჩაიტაროთ იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ!

ასევე შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, აუცილებელია ბავშვთა აცრის სტატუსის კიდევ ერთხელ გადამოწმება და ასაკობრივად გამორჩენილი აცრების სკოლაში/ბაღში შეყვანამდე ჩატარება.
ოთახში ტემპერატურის შემცირების გზები ცხელი ამინდის პირობებში

გაზომვები

კომენტარები

თერმომეტრის გამოყენება შიდატემპერატურის გასაზომად

გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზედა ღამე 22:00 საათის შემდეგ.  ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს320C- დღის განმავლობაში და  320 C- ღამის განმავლობაში

ღამის ვენტილაციის გამოყენება

გააღეთ ყველა ფანჯარა ღამის განმავლობაში და დილით ადრერათაგამოიყენოთღამის ჰაერი ოთახის გასაგრილებლად,

ყველა ფანჯრის დახურვა დღისცხელ პერიოდში

შეინარჩუნეთ სიგრილე ოთახში

ფანჯრების დაჩრდილვა

იმ ოთახებშისადაც დილის და შუადღის მზე უდგებაფანჯრებზე ჩამოკიდეთდამჩრდილავი საშუალებები

შიდა გათბობის შემცირება

გამორთეთ შუქი და ელექტრო-ხელსაწყოები ოთახში (გარდა მაცივრისა)

სველი პირსახოცების დაკიდება

დაკიდეთ ოთახში სველი პირსახოცებირომელიც გაგრილებასთან ერთად ჰაერსდაატენიანებს

ელექტროენერგიის დაზოგვა

ეფექტურად გამოიყენეთ ელექტროენერგიამაშინაც კი როდესაც კონდიციონერსიყენებთ გაგრილებისთვისეს აგაცილებთ თავიდან ელექტროენერგიისგათიშვის საფრთხეს ქვეყანაში

ტექნიკური ზომები

 

გარეთა დამჩრდილავებისგამოყენება

ფანჯრებზე გარეთა დამჩრდილავების გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა (შიდადამჩრდილავებთან ერთადსიცხის ოთახში შეღწევის შემცირებისთვალსაზრისით

ვენტილატორის გამოყენება

ვენტილატორის გამოყენებას აქვს გარკვეული ეფექტიროდესაც ტემპერატურა35°C-ზე ნაკლებიათუ იგი აღემტება 35°C-მაშინ  სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს ვერ აგვაცილებს თავიდანამასთანვენტილატორი უნდა იდგესოთახში ხალხისგან გარკვეული მანძილზე და არ უნდა იყოს პირდაპირმიმართული სხეულისკენამავე დროსაუცილებელია სითხეების მიღება

მობილური ამაორთქლებელიგამაგრილებლების გამოყენება

მისი ეფექტი იზრდება ტემპერატურასთან ერთად და მცირდება ჰაერისტენიანობასთან ერთად

ტენიანობის შემცირება

ტენიანობის შემამცირებელი ეფექტურია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში დაარა ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს.

ჰაერის ლოკალური კონდიცირება

კონდიციონერის გამოყენებას სასურველი ეფექტი აქვსთუმცაგასათვალისწინებელიარომ იგი ძალიან ეფექტური უნდა იყოსელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისითდა ყურადღება უნდა მიექცესმისი გაწმენდის მდგომარეობას რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვაპრობლემები 


 


რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და  მომვლელებისთვის:

საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ პოპულაციურ ჯგუფებზე და ასევე მათ მომვლელებზერომლებიც სითბური დაავადებებისა დასიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიანმაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

რისკის ჯგუფებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ რჩევებს (მაგდიდი რაოდენობით წყლის მიღება და გრილკარგად კონდიცირებად გარემოში ყოფნა)ინფორმაციას პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ სამედიცინომათ შორის სასწრაფო დახმარების სერვისების საკონტაქტო დეტალებს.

 

რისკ-ჯგუფები და ფაქტორები:

·         მოხუცები/ხანდაზმულები - შეცვლილია თერმორეგულაციისსაშარდე სისტემის ფუნქციები და ჯანმრთლობის სტატუსიდაქვეითებულია ფიზიკური შესაძლებლობები.

·         ხანდაზმული ქალები - შეცვლილია/განსხვავებულია თერმოფიზიოლოგიური ფუნქციები.

·         ახალშობილები - თერმორეგულაციის სისტემა მოუმწიფებელიასხეულის წონა დაბალიახოლო სისხლის  მოცულობა ნაკლებიდიარეის შემთხვევაში იზრდება დეჰიდრატაციის რისკი.დამოკიდებულები არიან მომვლელებზე.

·         ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობები - მდგომარეობებიროგორიცაა თირკმლების მწვავე უკმარისობაგულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიპნევმონიაასუსტებსთერმორეგულაციის სისტემის შესაბამის/ადექვატურ მოქმედებას.

·         ჯანმრთელობის ქრონიკული მდგომარეობები - აქვეითებს თერმორეგულაციის სისტემის ფუნქციონირებასზრდის დაავადებების გამწვავების რისკსამცირებს ინდივიდისშესაძლებლობებს შესაბამისად იზრუნოს საკუთარ თავზე.

·         შეზღუდული შესაძლებლობები/საწოლს მიჯაჭვული მდგომარეობები - მომვლელზე დამოკიდებულებაჯანმრთელობის ცუდი  სტატუსი.

·         ჰოსპიტალიზირებულები -  ჯანმრთლობის ცუდი სტატუსი,  ჰაერის ცუდი კონდიცირება.

 

სხვა რისკ-ფაქტორები:

·         დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი (დაბალი შემოსავალისიღარიბე); განათლების დაბალი დონე -  ქრონიკული დაავადებების გავრცელების მაღალი მაჩვენებელიცხოვრებისარადამაკმაყოფილებელი პირობები.

·         უსახლკაროები - თავშესაფრის არარსებობათანმხლები ქრონიკული დაავადებები (ფიზიკურიფსიქიკური).

·         სოციაური იზოლაცია - სამედიცინო და მედიკამენტური დახმარების მიწოდების შეფერხება.

·         ჰაერის კონდიცირების სისტემის არარსებობა/ნაკლებობა - გარემოს მაღალი ტემპერატურის  ხანგრძლივი ზემოქმედება ხელს უშლის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მექანიზმებისაღდგენას.

 

გარემო ფაქტორები:

·         ჰაერის დაბინძურება - მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებული ჰაერის კომბინირებული ზეგავლენა.

·         ცუდი საცხოვრებელი პირობები - ბოლო/ზედა სართულზე ცხოვრებაან ბევრი მობინადრე ცუდად ვენტილირებად პირობებში.

·         ურბანული არე - ქალაქებში გარემოს ტემპერატურა გარეუბნებთან შედარებით მაღალია.

·         ხშირადრისკ ფაქტორების დაჯგუფება ხდება  განსაკუთრებით მაღალ რისკებადმაგმდედრობითი სქესი და ხანდაზმულობა ქრონიკული დაავადებითრასაც ერთვის სოციალურადიზოლირებული მდგომარეობა და ზედა/ბოლო სართულზე ცხოვრებამაღალი რისკი მქონე ინდივიდები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენმოსახლეობის დაუცველიჯგუფებისადმი აქტიური და სპეციფიური მიდგომებია საჭიროროგორიცაა ვიზიტები და სატელეფონო ზარებიაღმოჩნდარომ საინფორმაციო ფურცლები და ბროშურები მსგავსსიტუაციებში ნაკლებად ეფექტურია.

·         სხვა პოპულაციური ჯგუფებირომლებიც ასევე  სპეციფიურ ინფორმირებას საჭიროებენ არიან სპორტსმენებიტურისტები და ახალშობილთა მშობლები.

·         ჯანმრთელობის მდგომარეობებირომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ გარემოს მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში

ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებითუმცა ინფექციური დაავადებებიცხელებებიგასტროენტერალური დაავადებებიკანის ინფექციები აგრთვეწარმოადგენენ რისკფაქტორებს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული სიკვდილიანობისათვის.

 


დაავადება/ჯანრთელობის მდგომარეობა

გართულების განვითარების მექანიზმი

სამეცნიერო მტკიცებულება

დიაბეტი და ენდოკრინული სისტემისსხვა დაავადებები

ტიპი 1 და 2 დიაბეტის არსებობისშემთხვევაში ხდება სითბოს განაწილების დააორთქლების მექანიზმების დარღვევა,აგრეთვე დაქვეითებულია ორგანიზმის მიეროფლის გამოყოფის უნარი

Bouchama et al., 2007 Kovats & Hajat, 2008 Kenny et al., 2010

Schifano et al., 2009

დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება

ადამიანებსრომლებიც ცხოვრობენ ამ ტიპისდაავადებებით შეიძლება დაქვეითებულიჰქონდეთ სიცხესთან დაკავშირებულირისკების აღქმის უნარიისინიგანსაკუთრებით არიან დამოკიდებულნიდამხმარე პირებზეგარდა ამისაამადამიანების მიერ გარკვეული პრეპარატებისჯგუფების გამოყენება ხელს უშლისორგანიზმის თერმორეგულაციის პროცესს

Belmin et al., 2007

Faunt et al., 1995

ალკოჰოლისნარკოტიკული   დაარალეგალური სამკურნალოსაშუალებების გამოყენების შედეგადგანვითარებული ჯანმრთელობისგართულებები

ამ ნივთიერებების გამოყენების შედეგადხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხისცვლილება სიცხის ზემოქმედებაზეაგრეთვემნიშვნელოვანია ქცევის ცვლილებები,რომელსაც ეს ნივთიერებები იწვევენ

Kovats & Hajat, 2008

 

ფსიქიური აშლილობები

დამხმარე პირებზე დამოკიდებულებისმაღალი დონე და სპეციფიური პრეპარატებისგამოყენება ხელს უშლის ორგანიზმისბუნებრივი თერმორეგულაციის პროცესს

Bouchama et al., 2007

Kovats & Hajat, 2008

ნევროლოგიური დაავადებები.

(მაგპარკინსონის დაავადება და სხვა)

პოტენციურად დაქვეითებული ცნობიერებადა დამოუკიდებლათ გადაადგილებისუნარის არ ჰქონა,  დამხმარე პირებზედამოკიდებულების მაღალი დონე დასპეციფიური პრეპარატების გამოყენება ხელსუშლის ორგანიზმის ბუნებრივთერმორეგულაციის პროცესს

Kovats & Hajat, 2008

 

გულსისხლძარღვთა დაავადებები(ჰიპერტენზიაკორონარულიუკმარისობა და სხვ.)

დაქვეითებული თერმორეგულაციის უნარისადა დეჰიდრატაციით გამოწვეულმათირკმლების ფუნქციის მოშლამშესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმისდარღვევები ან უკვე არსებული გულსისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისშემთხვევაშიამ ფაქტორების ზემოქმედებისშედეგად შესაძლებელია განვითარდესცერებრალური იშემია

Carberry, Shepherd & Johnson, 1992

Keatinge et al., 1986

Kenny et al., 2010

სასუნთქი გზების ქრონიკულიდაავადებები

მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებულიჰაერის ერთობლივმა ზემოქმედებამშესაძლებელია გამოიწვიოს უკვე არსებულისასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებისგართულება (მაგასთმა და ქრონიკულიბრონქიტი); აგრეთვეგაძნელებულიაზედმეტი სითბოს დისპერსია ფილტვებისმეშვეობით

Ren et al., 2008

Sprung, 1980

Stafoggia et al., 2008

Schifano et al., 2009

თირკმლის უკმარისობა და თირკმლისკენჭოვანი დაავადება

ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლისთანაფარდობის დარღვევის შედეგათგამოწვეული თირკმლების ფუნქციისმოშლამ თავისმხრივ შეიძლება გამოიწვიოსჰიპერთერმია და დეჰიდრატაცია,განსაკუთრებით მოხუცებულებში

Flynn, McGreevy & Mulkerrin, 2005

 

სიმსუქნე და ჭარბწონიანობა

 

სხეულის მასისა და ზედაპირს შორისთანაფარდობის დარვევის შედეგად ხდებაგაცემული სითბოს მოცულობის შემცირებარაც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმისთერმორეგულაციას

Herman et al., 2007, Kenny et al., 2010

 

იმ ადმინებისათვისრომლებსაც აქვთ ზემოთაღნიშნული დაავადებები და მათი მომვლელებისათვის რეკომენდირებულიაექიმთან კონსულტაცია ზაფხულის დაწყებამდე.

 

მედიკამენტების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე გარემოს მარალი ტემპერატურის დროს

მედიკამეტების გამოყენების შემთხვევაში შისაძლებელია მოხდეს ორგანიზმის ბუნებრივი თერმორეგულაციის მექანიზმისდარღვევარაცთვისმხრივშეიძლება გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.

მედიკამეტების ჯგუფი

ზემოქმედების მექანიზმი

ანტიქოლინერგული პრეპარატები

 

აქვეითებს ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს და ხელს უშლის ანამცირებს ოფლის გამოყოფას

ანტიფსიქოზური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფასორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს,სისტოლურ წნევას და ვაზოდილატაციას

ანტიჰისტამინური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას

პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევასშეიძლებაგამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივრცეში ორიენტაციის უნარისდაქვეითება

ანტიდეპრესანტები

 

ამცირებს ოფლის გამოყოფასამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლიადააქვეითოს ორგანიზმის თერმორეგულაციის და სივცეში ორიენტაციისუნარი

ანქსიოლიზური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფასამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლიაგამოიწვიოს გულის რიტმის შემცირებარაც ხელს უშლის ორგანიზმიდანზედმეტი სითბოს გაცემას ვაზოდილატაციის მეშვეობით

ბეტაბლოკერები და ანტიადრენერგულიპრეპარატები

აფერხებს ზედაპირული სისხლძარღვების დილატაციასრაც ამცირებსორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის უნარს

სიმპათომიმეტური პრეპარატები

 

მოწყვლადი პაციენტების ჯგუფში ზრდის ჰიპოტენზიის განვითარებისალბათობას

ანტიჰიპერტენზიული და დიურეზულიმოქმედების პრეპარატები

შესაძლებელია გამოიწვიონ  დეჰიდრატაცია და სისხლის წნევისდაქვეითება

ეპილეფსიის სამკურნალოდ მოწოდებულიპრეპარატები

შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივცეში ორიენტაციის უნარისდაქვეითება

 

 

სამედიცინო პერსონალისთვის:

·         მიეცით მოსახლეობას რჩევაცხელი ამინდის განმავლობაში და  სითბური ტალღების დროს მიიღონ მეტი სითხე

·         სვით მეტი სითხე“, ნიშნავს მიიღოთ სითხის ის რაოდენობარომელიც საჭიროა კომპენსაციისთვის  დეფიციტის დროს (ამ დროს,ორგანიზმიდან სითხე ძირითადად გამოიყოფა შარდის და ოფლის სახით)

·         ცხელი ამინდის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს სითხე იმ შემთხვევაშიც კითუ არ სწყურიაეს განსაკუთრებით ეხებათმოხუცებსრომელთაც დაქვეითებული აქვთ წყურვილის გრძნობა.

·         სითხის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემიაგულ-სისხლძარღვთა გართულებებიინსულტი დაგარდაცვალებაც კიგარდა ამისანატრიუმის ქლორიდი და სხვა ხსნადი ნივთიერებების შემცველი სასმელები (20-50 მმოლ/სასმელიამცირებს შარდის გამოყოფას და ხელს უწყობს ორგანიზმს სითხის ბალანსის აღდგენაში.

·         თითოეული ხანდაზმული პირი ან პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ რჩევას სითხის მიღებასთან დაკავშირებით,  მათიჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ცალკეული პირის დიფერენციაცია შეიძლება შემდეგნაირად:

·         ჯანმრთელი ხანდაზმული ადამიანი;

·         სოციალურად დაუცველი ადამიანირომლის რისკები გაზრდილია სითბური სტრესისთვისრაც გამოიხატებაჰემოკონცენტრაციაში (იზრდება სისხლის სიბლანტეწითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობა), ასევე შესაძლებელიაგანვითარდეს კორონარული არტერიების თრომბოზითავის ტვინის იშემია და თირკმლის უკმარისობა.

·         პაციენტირომელსაც ანამნეზში აქვს ინსულტიჰიპერტენზიადიაბეტიკორონარული მოვლენებითირკმლის უკმარისობა ანდემენცია.

 

ინფორმაცია ზოგადი პროფილის ექიმებისთვის

·         პრევენციული მიდგომის განვითარება

·         გადაჭარბებული სიცხის ზემოქმედების დროს თერმორეგულაციის და ჰემოდინამიკის ცვლილებების საპასუხო რეაგირება

  • სიცხით გამოწვეული დაავადებების კლინიკური გამოვლინებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • მზის დარტყმის ადრეული ნიშნების ცნობარომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას
  • გამაგრილებელი ზომების მიღება და რეანიმაციული ღონისძიებები (ადრეული ნიშნების გამოვლენის და საავადმყოფოსგარეთ მკურნალობის შემთხვევაში)
  • რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიცირება და მოსახლეობის წამახალისებელი განათლებასიცხით გამოწვეულიდაავადებების და მათი პრევენციის შესახებ (განსაკუთრებით მოხუცთა მომვლელებისა და ახალშობილი ბავშვებისმშობელთათვის
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა წინასაზაფხულო სამედიცინო შეფასება და სათანადო რჩევების მიცემაყოველდღიური ზრუნვისთვის (სიცხისთვის თავის არიდებასითხისა და მედიკამენტების მიღება
  • ცხელი ამინდის და სითბური ტალღების დროს საჭიროა დანიშნული მედიკამენტების დოზის გათვალისწინებარადგანდადგენილია მათი პოტენციური  გვერდითი ეფექტები
  • გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურ დონეზერადგან ამჟამად არ არის რაიმე სტანდარტი ანრეკომენდაცია მაღალი ტემპერატურის პირობებში მედიკამენტების შეცვლასთან დაკავშირებით
  • მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ეფექტურობაწამლების უმეტესობა ინახება 250Cტემპერატურაზეხოლო სამარაგო წამლები ინახება და ტრანსპორტირდება შესაბამისმედიკამენტის დანართშიმითითებულ ტემპერატურაზე
  • აუცილებელია მონიტორინგი მედიკამენტოზურ თერაპიასა და სითხის მიღებაზეგანსაკუთრებით მოხუცებში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში

 

პაციენტის განათლებაკონსულტირება და ინფორმირება:

·         მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საინფორმაციო არხების გამოყენებით

·         მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ქცევის მართვამედიკამენტების და სითხის მიღება კლინიკური მდგომარეობისგათვალისწინებით

·         აუცილებელია მოსახლეობისათვის ინფორმირება სასწრაფო დახმარებისსოციალური და სამედიცინო მომსახურებისსაკონტაქტო მონაცემების შესახებ

 

ინფორმაცია ზრუნვის სახლების მენეჯერებისთვის:

·         აუცილებელია დაწესებულებაში გრილი გარემოს შენარჩუნება და პაციენტთა და ამ დაწესებულებაში მცხოვრებნი დაცვა სიცხისგან

·         აკონტროლეთ შენობის შიდა ტემპერატურაუზრუნველყავით სულ მცირე ერთი გრილი ოთახი, (მაგალითადოთახისადაც არისკონდინციონერი და ტემპერატურა 250C-ზე დაბალია); შეიყვანეთ დაწესებულებაში მცხოვრებნი ამ ოთახშიდღეში რამდენიმესაათით მაინც

·         სთხოვეთ ზოგადი პროფილის ექიმსგასინჯოს აქ მცხოვრებირისკის ქვეშ მყოფი ადამიანებიქრონიკული დაავადებების მქონეპაციენტები

·         დააწესეთ მონიტორინგი დაწესებულებაში მცხოვრებთათვის სითხის მიღებაზეშესთავაზეთ უალკოჰოლოუშაქრო სასმელები

·         აკონტროლეთ მათი სხეული ტემპერატურაპულსის სიხშირესისხლის წნევა და ჰიდრატაცია

·         თვალი ადევნეთ ადრეული ნიშნების გამოვლენასრომელიც მიუთითებს სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებზე და,საჭიროების შემთხვევაშიდაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა

·         მიაწოდეთ ინფორმაციაგადაამზადეთ სამედიცინო პერსონალი და საჭიროების შემთხვევაშიგაზარდეთ მათი რიცხვი

 

სამედიცინო პროფესიონალებისათვისსიცხისგან გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა და მათი მართვა

მდგომარეობა

ნიშნები და სიმპტომები

მართვა

გამონაყარი  სიცხის გამო

 

მცირე წითელი ფერის გამონაყარი (იწვევსქავილსჩნდება სახეზეკისერსა დაგულმკერდის ზედა მიდამოშიაგრეთვესაზარდულის არეშიშეიძლება აღინიშნოსნებისმიერ ასაკშიმაგრამ უმეტესწილადდამახასიათებელია ადრეული ბავშვობაში.შესაძლოა დაერთოს სტაფილოკოკურიინფექციაცდაკავშირებულია მაღალიტემპერატურით გამოწვეულ ოფლიანობასადა ნოტიო ჰავასთან.

გამონაყარი არ ექვემდებარება რაიმესპეციფიკურ მკურნალობასოფლიანობისშემცირებაკონდიცირებადი ჰაერისგარემოში დარჩენაშხაპის ხშირი მიღება დაღია ფერის ტანისამოსის ტარება საუკეთესოსაშუალებააანტიჰისტამინური დაანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებაამცირებს დისკომფორტს და მეორადიინფექციის წარმოშობის რისკს.

სიცხისგან გამოწვეულიედემა (შეშუპება)

 

შეშუპება ვითარდება ქვედა კიდურებში(ჩვეულებრივ მუხლებში), რომელიც ჩნდებასიცხის სეზონის დაწყებისთანავეესდაკავშირებულია სიცხით გამოწვეულივაზოდილატაციით (სისხლძარღვებისგაფართოებითდა წყლის და მარილისშეკავებით.

მკურნალობა არ არის საჭირო.ექვემდებარება აკლიმატიზაციას.დიურეტიკების გამოყენება არ არისრეკომენდებული.

სიცხისგან გამოწვეულისინკოპე

 

ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვარომელიცხშირია კარდიოვასკულური დაავადებისმქონე პაციენტებშიან დიურეტიკების(შარდმდენებისმიღებისასდაკავშირებულია დეჰიდრატაციასთან(სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა),პერიფერიულ ვაზოდილატაციასა და ვენურისისხლის მოძრაობის გაძნელებასთან.

უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას,დავაწვინოთ ზურგზე და ვენური სისხლისმოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ფეხებიავუწიოთ ზევითაუცილებელია სხვამიზეზების  მართვაც

სიცხისგან გამოწვეულიკრუნჩხვები (მოძრაობისშეზღუდვები)

 

აღინიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმები,განსაკუთრებითფეხებშიხელებსა და/ანმუცლის მიდამოშიჩვეულებრივ ეს ხდებავარჯიშის დასრულების დროს.დაკავშირებულია  მაღალი ტემპერატურისპირობებში ორგანიზმის მიერ სითხის(ამასთან ელექტროლიტებისდიდირაოდენობით დაკარგვასთან და კუნთებისგადაღლასთან.

რეკომენდებულია დაუყოვნებლივ გადაყვანა გრილ ადგილას და კუნთებზემსუბუქი მასაჟების გაკეთება (გაჭიმვები). აგრეთვე პერორალური რეჰიდრატაციაელექტროლიტების შემცველი ხსნარებით.სამედიცინო ჩარევები საჭირო ხდება თუკრუნჩხვები მიიღებს სტაბილურ ხასიათსდა დრო გადააჭარბებს ერთ საათს.

სიცხისგან გამოწვეულიგამოფიტვა.

 

სიმპტომებიინტენსიური წყურვილი,სისუსტე,  მოუსვენრობის მდგომარეობა,თავბრუსხვევათავის ტკივილი.ტემპერატურა შეიძლება იყოს ნორმალური,სუბნორმალური ან მცირედ მომატებული(<400C). შეიძლება აღინიშნოს  ძაფისებურიპულსიდაბალი წნევა (პოსტურალურიჰიპოტენზიადა გაძნელებული(გაიშვიათებული სუნთქვა). გონებრივიცვლილებები   არ შეინიშნებაყოველივე ესშესაძლოა დაკავშირებული იყოს წყლის და/ანელექტროლიტების კარგვასთან  ან მაღალიინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვასთან(ვარჯიშთანგარემოს მაღალიტემპერატურის პირობებში.

პაციენტი უნდა გადავიყვანოთ გრილოთახში (ან სადაც ჰაერის კონდიციონერია). გავხადოთ ტანსაცმელი დაგაგრილებისთვის გამოვიყენოთ ცივი სველიზეწარი ან ცივი წყლის „სპრეი“, ზურგზედავაწვინოთ და ფეხები ავუწიოთ ზევითვენური სისხლის მოძრაობისგაუმჯობესების მიზნითდა დავიწყოთპრორალური ჰიდრატაციათუ პაციენტსაღენიშნება ღებინება მაშინ სითხისაღსადგენად გამოიყენება ინტრავენურიმეთოდი.   იმ შემთხვევაში თუ აღინიშნებაჰიპერთერმია (>390C), სტაბილურადდაბალი წნევა და გონების დაბინდვა,პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნასსტაციონარში.

 

სამედიცინო პროფესიონალებისათვის:

სითბოს დაკვრით“ მიღებული სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის მართვა.

 

მდგომარეობა

ჩარევა

მიზანი

სტაციონარის გარეთ

 

 

სიცხესთან  ექსპოზიცია (სითბოსტალღაზაფხულის სეზონი, „დაძაბული“ ვარჯიში)

 

მენტალური სტატუსის ცვლილება(მოუსვენრობის მდგომარეობა,ბოდვებიკომა)

ტემპერატურის გაზომვათუ >40°C გრილადგილას გადაყვანატანსაცმლის მოშორება,ცივი პაკეტების დადება კისერზესიგრილისშენარჩუნებაფანჯრების ღიად დატოვება სანამხდება პაციენტის გაგრილება 25-30°C წყლისსპრეის“ გამოყენებითჟანგბადის დანიშვნა 4/წთიზოტონური კრისტალოიდების მიცემადა პაციენტის გადაყვანა გადაუდებელიდახმარების დეპარტამენტში.

დიაგნოზის დასმატემპერატურისდაწევა <39.4°C; სიგრილისშენარჩუნებაასპირაციის რისკისმინიმუმამდე დაყვანაჟანგბადითარტერიალური გაჯერება >90%.

სტაციონარში

 

 

ჰიპოთერმია

დიაგნოზის დაზუსტებაკანის და რექტალურიტემპერატურის მონიტორინგიგაგრილებისგაგრძელება.

 

კანის ტემპერატურის შენარჩუნება>30°C; გაგრილების შეწყვეტა როცარექტალური ტემპერატურა იქნება<39.4 °C.

რესპირატორული დარღვევები

ინტუბაცია

აერის გამტარობის შენარჩუნება დაოქსიგენიზაციის გაზრდა(ჯანგბადით არტერიალური გაჯერება > 90%)

ჰიპოტენზია

ვაზოსუპრესორების გამოყენება დაცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.

წნევის მაჩვენებლების გაზრდა>60mmHg.

რაბდომიოლიზი

ფუროსემიდის და მანიტოლის ინტრავენურიგამოყენებაან ნატრიუმის ბიკარბონატისინტრავენური გამოყენება.

შრატში კალიუმის და კალციუმის რაოდენობისმონიტორინგი (ჰიპერკალიემიის პრევენცია)

მიოგლობინით გამოწვეულითირკმლის დაზიანების პრევენციადიურეზის ხელშეწყობა და შარდისალკალინიზაციის უზრუნველყოფა.

გაგრილების შემდგომ

-

კარდიალური არითმიის პრევენცია

ორგანოთა მრავლობითი სისტემებისდისფუნქცია

არასპეციფიკური თერაპიის გამოყენება

ორგანოების ფუნქციონირებისაღდგენა

 

 


 

 

 


ტყის ხანძრები - რეკომენდაციები მოსახლეობას


ბიოსაწვავის (ტყის მასივებისარასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებითნახშირის მონიქსიდითაზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდით დაორგანული მინარევებით.

ზემოქმედების  ტიპი

შესაძლო პრობლემები

მწვავე ეფექტები

·        დამწვრობ

·        ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი)

·        ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება     

·        ასთმა და სხვა მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში

·        გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება

ქრონიკული ეფექტები

·        ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შეტევების გახშირება

·        ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ახალი შემთხვევები

·        სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და სიცოცხლის ხანგრძლივობისშემცირება

სხვა შესაძლ რისკები

·       ავტოსატრანსპორტოსაზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობისგამო)

·       სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ავადობის/სიკვდილობის რისკი

·       ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობისმხრივ   


 


მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები:

·         პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული, ქრონიკული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებებიგულ-სისხლძარღვთა დაავადებები)

·         ხანდაზმული ადამიანებიბავშვები და ორსული ქალები

·         მწეველები

·         მეხანძრეები, მაშველები

 მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:


·         ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით