Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

უსაფრთხო სისხლი


(პროგრამული კოდი 35 03 02 04)


პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.


პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:


·    დონორული სისხლის კვლევას В და С ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე;


·   ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას (მ.შ. სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის ადმინისტრირებას პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკებში და ასევე ყველა დანარჩენ სისხლის ბანკში, რომელიც ფლობს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიას, არ არის პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიმწოდებელი, მაგრამ თანხმობას განაცხადებს ამ კომპონენტში მონაწილეობაზე და დარეგისტრირდება პროგრამის განმახორციელებელთან, დადგენილი წესის შესაბამისად;


·     სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელებას, მ.შ. "უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას;


·  სისხლის დონორებში C ჰეპატიტზე სკრინინგით საეჭვო-დადებითი შემთხვევების კონფირმაციული კვლევა Cor-Ag მეთოდით, მ.შ. იმ სისხლის ბანკებში რომლებიც არ წარმოადგენენ ამ პროგრამის მომსახურების მიმწოდებლებს, მაგრამ ჩართულნი არიან ხარისხის გარე კონტროლის ერთიან სისტემაში.


დანართი 1

დანართი 2