Logo

არაგადამდები დაავადებები

CDC ძირითადი გზავნილები, ებოლას ვირუსული დაავდება, დასავლეთ აფრიკა

ძირითადი გზავნილები ეს არის ებოლას ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება ისტორიაში და პირველი დასავლეთ აფრიკაში; ეპიდსიტუაცია დასავლეთ აფრიკაში უარესდება, მაგრამ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC/Atlanta), აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ცვალებადი სიტუაციისთვის საპასუხო აქტიურ ღონისძიებებზე;

დიარეა

რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს. დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა

მკურნალობაში ჩართულთათვის - წარმატებული მკურნალობის შემდეგ, კვლავ შესაძლებელია C ჰეპატიტით დაავადება!

როგორ დავიცვათ თავი C ჰეპატიტის ვირუსით განმეორებითი ინფიცირებისაგან? • არ გამოიყენოთ ნახმარი შპრიცი • არ იხმაროთ სხვისი კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილების საჭრელი მაკრატელი და ა.შ.

რა არის C ჰეპატიტი?

C ჰეპატიტი ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადებაა. ინფექციის გადაცემის ძირითად ფაქტორს სისხლი წარმოადგენს. C ჰეპატიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა! ის ღვიძლის ციროზისა და კიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია. C ჰეპატიტის მძიმედ მიმდინარეობას ისიც ართულებს, რომ ხშირად ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ ვლინდება: დაავადებული თავისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ვირუსის მიერ ღვიძლი უკვე დაზიანებულია.

ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული)

ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული) ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს გამომწვევს, ნიადაგში სპორებად გარდაიქმნება და ათეული წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსით (Nairovirus) Bunyaviridae-სოჯახიდან. ვირუსის გადაცემა ხდება იქსოიდური ტკიპების კბენის შედეგად. CCHF ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს 10-40% სიკვდილიანობით. ისენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში.

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათარეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

ხშირად დასმული კითხვები ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ

1. რა არის ებოლას ვირუსი? ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).