Logo

ტუბერკულიოზი

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი

1982 წლის 24 მარტს, გერმანელი მეცნიერის რობერტ კოხის მიერ გაკეთებული უდიდესი აღმოჩენიდან 100 წლისთავზე პირველად და მას შემდეგ ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ტუბერკულოზი

1) რა არის ტუბერკულოზი? ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა.