Logo

სხვადასხვა

ალერგია და თანამედროვე სამყარო

იმუნური სისტემა ადამიანს გარეგანი და შინაგანი წარმოშობის მავნე ანტიგენებისაგან (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება) იცავს. თუმცა, ზოგჯერ ისიც ცდება. უვნებელ ნივთიერებებს აღიქვამს როგორც ორგანიზმისთვის საშიშს, მის წინააღმდეგ ანტისხეულებს (ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს იმუნური სისტემა ანტიგენების საპასუხოდ) გამოიმუშავებს, ზედმეტად აქტიურობს და საბოლოოდ ალერგიულ დაავადებებს იწვევს.

ის მომენტი, როცა გინდა, რომ შენმა იმუნურმა სისტემამ ნაკლები ძალით იმუშაოს…

არასასიამოვნო შესახედაობის, მოვერცხლისფრო ქერქით დაფარული გამონაყარი კანზე… ამგვარი სიმპტომებით კანის დაავადებები ჯერ კიდევ ასეული წლების წინ იყო ცნობილი.

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე

28 თებერვალი მსოფლიოში იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ამ დაავადებების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრის მიზნით, აღნიშნულ დღეს ათასობით ღონისძიება ტარდება მსოფლიოს გარშემო, რომელიც უამრავ ადამიანს აწვდის ხმას და იპყრობს მედიის ყურადრებას. ამ მოვლენას უკვე რამდენიმე წელი საქართველოც უერთდება.

მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე

ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტის, სიმსუქნის განვითრების ალბათობას. თუმცა, მეორეს მხრივ, მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიკვდილის და ინვალიდობის მიზეზი სწორედ რომ ფეხით სიარული ხდება.[i]

რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

რეკომენდაციები ჯანდაცვის მუშაკებისათვის

რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და მომვლელებისთვის: სითბური დაავადებების და სიკვდილობის რისკ-ფაქტორი საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ პოპულაციურ ჯგუფებზე და ასევე მათ მომვლელებზე, რომლებიც სითბური დაავადებებისა და სიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: მაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

საინტერესო ფაქტები ხანდაზმულებზე[i]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით: 2000 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა 11%-დან 22%-მდე გაიზრდება. სავარაუდოდ, აბსოლუტური რიცხვი 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 605 მილიონიდან 2 მილიარდი გახდება.

საინტერესო ფაქტები ხანდაზმულებზე[i]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით: 2000 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა 11%-დან 22%-მდე გაიზრდება. სავარაუდოდ, აბსოლუტური რიცხვი 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 605 მილიონიდან 2 მილიარდი გახდება.

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები: ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.

უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება. მსხვერპლთა უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

ხანდაზმულობა და ჯანმრთელობა[i]

ხანდაზმულთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის, მნიშვნელოვან პროფილაქტიკას წარმოადგენს იმ დაავადებების შემცირება, რომლებიც ნაადრევ სიკვდილსა და ინვალიდობას იწვევს. ხანდაზმულთა ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, სერიოზული ძალისხმევა და ყურადღებაა საჭირო არამარტო ოჯახის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანც. მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხანდაზმულთა ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის გარანტია იქნება.