Logo

არაგადამდები დაავადებები

„მოულოდნელობით შეპყრობილი“

დაავადება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ისეთ ცნობილ ადამიანებს ჰქონდათ, როგორიცაა აგატა კრისტი, დოსტოევსკი, ბაირონი, ნაპოლეონ ბონაპარტე, მოლიერი, ალფრედ ნობელი, კარდინალი რიშელიე, იულიუს კეისარი.... ადამიანებს, ამ მდგომარეობით, არცთუისე შორეულ წარსულში აკრძალული ჰქონდათ დაოჯახება; 1920-იან წლებში კი, ნაცისტურ გერმანისა და ამერიკაში ქირურგიული ჩარევებით შვილების ყოლის უფლებას ართმევდნენ.

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის წნევის ციფრები იმატებს. ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის დაავადება და სხვა გართულებები.

გაიგეთ მეტი შიდსის შესახებ

რა არის შიდსი?შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. შიდსს იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების ბოლო სტადიას წარმოადგენს, როდესაც ძირითადი კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება.

ვილსონის დაავადება

ვილსონის დაავადება თანდაყოლილი პათოლოგიაა და იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ვილსონის დაავადების დროს ორგანიზმიდან სპილენძის გამოყოფა ფერხდება და თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებსა და თვალის ქსოვილებში გროვდება. ჭარბად დაგროვილი სპილენძი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს დაშესაძლებელია ფატალური შედეგით - პაციენტის სიკვდილით დასრულდეს. ამავე დროს, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე, 2017

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე (Rare Disease Day) მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება. იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ევროპამ დაიწყო, თუმცა ის ნელ-ნელა საერთაშორისო მოვლენა გახდა.

იცოდე შენი წნევის შესახებ!

ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა.

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება. თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი. თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21% იქნება დაავადებული.

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2016

კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 4 თებერვალს იმართება, მთელი მსოფლიო კიბოს გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება.

მითები ძუძუს კიბოს შესახებ

მითი 1: კიბოს შესახებ საუბარი არ არის საჭირო სინამდვილე:მართალია, კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიამ ზოგიერთ თემში შესაძლოა გააუმჯობესოს კიბოს გამოსავალი ინდივიდების, საზოგადოებისა და ქვეყნის დონეზე.

პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში ეპილეფსია 50 მილიონ ადამიანს აქვს. 10-დან 1 ადამიანს კი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შესაძლოა, გამოუვლინდეს ეს დაავადება[i].

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ქალებს შორის, რომელიც საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში ვითარდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებადია - დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად, ხშირად 10-15 წელიც კია საჭირო.

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - 18 ნოემბერი 2015 წელი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ფილტვის ქრონიკულ, ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის (GOLD) ძალისხმევით დაარსდა და პირველად 2002 წელს გაიმართა. დღის მიზანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები მთელ მსოფლიოში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ქრონიკული დაავადებები და ცხოვრების ჯანსაღი წესი

მსოფლიოში, ყოველწლიურად, 38 მილიონი ადამიანი იღუპება ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა... არაჯანსაღი კვება, არარეგულარული ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება და თამაქოს მოხმარება ამ დაავადებების ყველაზე ხშირი ქცევითი რისკ-ფაქტორებია.

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს

რა არის ქრონიკული C ჰეპატიტი? C ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. დაინფიცირების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ინფექციის მწვავე ფორმა. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 75-85%–ში მწვავე ფორმა გადადის ქრონიკულ, „მუდმივ“ დაავადებაში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე და მისი მნიშვნელობა

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში. იგი დასაბამს იღებს 1983 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მაისის მესამე კვირა დღეს. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღინიშნება 1200-მდე ორგანიზაციის მიერ 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ძუძუს კიბო რისკ-ფაქტორები

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს. სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:

ძუძუს კიბოს გამოვლენის გზები

ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ძუძუს თვითგასინჯვაა.

ძუძუს კიბოს პრევენცია

ძუძუს კიბოს დამარცხებისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი მისი ადრეული გამოვლენაა! პრევენციის მეთოდების დახვეწისა და პოპულარიზაციის მიუხედავად, სარძევე ჯირკვლის (ძუძუს კიბო) კიბო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

ძუძუს კიბოს სკრინინგი

ძუძუს კიბოს სკრინინგი და მისი მნიშვნელობა საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს! კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა... ეს იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება, დაბალი ფიზიკური აქტივობა იწვევს. შენ შეგიძლია შეამცირო ამ დაავადებების, ასევე, მათგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი!