Logo

გრიპი : ძირითადი რეკომენდაციები

გრიპი

გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას. გრიპის სიმპტომები იწყება უეცრად და გრძელდება რამოდენიმე დღიდან კვირამდე. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები

გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად; შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება; პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;

სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.