ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია
იმუნიზაციის აპლიკაცია მობილურებისთვის
20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
გრიპის პოსტერები
არქივი>>
პუბლიკაციები
სენფორდის ანტომიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში - მოკლე მიმოხილვა 2016
არქივი>>
ბრუცელოზი

ბრუცელოზი ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბრუცელას (Brucella) გვარის ბაქტერიები. ბრუცელოზით, პირველ რიგში, ავადდებიან ცხოველები: ცხვრები, თხები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ირმები, ღორები და ძაღლები. ადამიანზე დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებული ცხოველებიდან. 

ბრუცელოზი ადამიანს ძირითადად გადაეცემა :

  • კონტაქტური გზით - ავადმყოფი ცხოველის სანაყოფე გარსებთან, საშვილოსნოს გამონადენთან, აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხებით; პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავებით; 
  • საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენებით (რძე, ყველი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, ხორცი);

იშვიათად:

  • ასპირაციული გზით -  ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული:  მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების  პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში მოხვედრით.

იშვიათად - ბრუცელოზის გადაცემა ხდება სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციისას, ადამიანების სქესობრივი კონტაქტისას, ძუძუთი კვებისას. 

 

საქართველოში ბრუცელოზით ადამიანთა დაავადების შემთხვევები რეგისტრირდება ყოველწლიურად. განსაკუთრებით დაზარალებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები.

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ცხელება, ზოგადი სისუსტე
  • ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სულის ოფლი)
  • ზურგის კუნთების და თავის ტკივილი
  • მადის დაქვეითება, წონაში დაკლება
  • დეპრესია, უძილობა, დაქვეითებული კონცენტრაცია

თუ ფიქრობთ, რომ ბრუცელოზი გაქვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - დროული მკურნალობით ბრუცელოზი ინკურნება, არ ქრონიკულდება,

არ სრულდება ინვალიდობით, არ იწვევს უშვილობას.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას
  • რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოს  - თბილისი, ალყაზბეგის გამზ. 16ტელ.: (995 32) 2395729
  • ს.ვირსალაძის სახ. სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს - თბილისი,  დ.აღმაშენებლის გამზ. 139,  ტელ.: (995 32) 296 77 81, (995 32) 295 92 26 

ცხოველებში ბრუცელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება თვითნებური აბორტებით, გართულებული მშობიარობით, ცხელებით, მასტიტებით (განსაკუთრებით თხებში), სახსრების ანთებით,  წველადობის შემცირებით, ბუღებში - სათესლე ჯირკვლის ანთებით.

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ბრუცელოზი დაემართა - სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.

ცხოველის ბრუცელოზით დაავადებაზე დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევით. ბრუცელოზით დაავადებული ცხოველის მკურნალობა არ ტარდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით  სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

ცხელი ხაზი  (995 32) 291 91 67 

როგორ დავიცვათ თავი, გარშემომყოფნი და შინაური ცხოველები ბრუცელოზისაგან?

ბრუცელოზისაგან საუკეთესო დაცვა - თვითონ ცხოველის დაცვაა ბრუცელოზისაგან!

  • ჩაუტარეთ თქვენს ცხოველს გამოკვლევები ბრუცელოზზე;
  • ავადმყოფი ცხოველის გამოვლენისას დაუყოვნებლივ განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და მიმართეთ ვეტერინარს;
  • ცხოველი მშობიარობისას იყოლიეთ იზოლირებულად. ნაადრევი ან/და გართულებული მშობიარობისას მიმართეთ ვეტერინარს;
  • დაიცავით პირადი უსაფრთხოება და ცხოველების მოვლისას გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი), განსაკუთრებით მშობიარობის, დაკვლა-დამუშავების, სადგომის დასუფთავების,   მატყლის დამზადების დროს;
  • ნუ მიიღებთ აუდუღარ რძეს, აუდუღარი რძით დამზადებულ რძის პროდუქტებს, ჭყინტ ყველს და თერმულად დაუმუშავებელ ხორცს  საკვებად;
  • ბრუცელოზით დაავადებული შინაური ცხოველის რძით დამზადებული ყველი მოათავსეთ მინიმუმ 60 დღე მარილწყალში;
  • ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ თქვენს შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია.

გთხოვთ ითანამშრომლოთ ვეტერინარებთან. ისინი დაგეხმარებიან თქვენი ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს .

ცხელი ხაზი: (995 32) 255 39 39;  (995 32) 239 89 46

 

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია