ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელების სასწავლო ტური საქართველოში

მიმდინარე წლის 30 ნოებრიდან - 8 დეკემბრამდე საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან ეგვიპტის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინისტროს ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების წარმომადგენლები, რომელთა მიზანია გაეცნონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოში, ადგილზე შეისწავლონ პროგრამაში ჩართული ყველა რგოლის ფუნქციონირებისა და ურთიერთკავშირის შესახებ.

სასწავლო ტურის ფარგლებში 2 დეკემბერს, ეგვიპტელი სტუმრები ეწვივნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს, დაათვალიერეს სკრინინგის ოთახები, გაეცნენ ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ფუნქციონალს, აგრეთვე შეხვდნენ ცენტრის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.

შეხვედრის შემდეგ ეგვიპტელი სტუმრებისთვის დაიგეგმა ლუგარის ცენტრის დათვალიერება.

 

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი

პაპილომა ვირუსი და ვაქცინაცია
ლუგარის ლაბორატორია