ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა 27.11.2017

2017 წლის 27 ნოემბერს საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში  გაიმართა

არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს

გაფართოებული სხდომა

სხდომას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა და სიცოცხლის ციკლის მიმართულების ხელმძღვანელის ბატონი გაუდენ გალეა.  ასევე, სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საბჭოს წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, დაინტერესებული პირები.

არაგადამდები დაავადებები 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთლეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთის მზარდი ტენდენცია ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ბარიერს წარმოადგენს, მათ შორის საქართველოსთვისაც.

ქვეყნის დონეზე არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებისა და გლობალური სამოქმედო გეგმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 დეკემბრის № 01-341/ო ბრძანებით შეიქმნა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის ინტერსექტორალური საკოორდინაციო საბჭო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS 2016 კვლევის შედეგები და მდგრადი განვითარების მიზნების, ჯანმრთელობა 2020 და არაგადამდებ დაავადებათა გლობალური მონიტორინგის ჩარჩოს დოკუმენტების მიხედვით შემუშავებული არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სამიზნეები და ინდიკატორები.

STEPS კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სოციო-დემოგრაფიული მონაცემები, ჩვევითი რისკ-ფაქტორები (თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა), ფიზიკური გაზომვები (სიმაღლე, წონა,  წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი), ბიოლოგიური რისკ-ფაქტორები (სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის, მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის და შარდში მარილისა და კრეტინინი).

საქართველოში პირველი STEPS კვლევა ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმო-ს ტექნიკური დახმარებით ჩატარდა 2010 წელს, რომელმაც საშუალება მოგვცა გვქონოდა ბაზისური ინფორმაცია ქვეყანაში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების, როგორც ჩვევითი, ასევე ბიოლოგიური, გავრცელების შესახებ. STEPS კვლევის განმეორებითი ჩატარება ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საშუალება ეძლევა მეორედ განახორციელოს STEPS კვლევა, უკვე გვაქვს ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. STEPS კვლევა უნდა იყოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისკენ მიმართული ნებისმიერი გადაწყვეტილებების საფუძველი. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტიზებული მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს დინამიკაში დავაკვირდეთ სიტუაციას და ასევე მოვახდინოთ მტკიცებულებებზე დამყარებული შედარებები სხვა ქვეყნებთან.

ღონისძიების მიზანია მოხდეს კვლევის შედეგების დისემინაცია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს შორის, ასევე მასობრივ მედია საშუალებებში, რათა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა არაგადამდებ დაავადებათა რისკისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხების შესახებ. აუცილებელია არაგადამდები დაავადებების ძირითადი რისკ–ფაქტორების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური ინტერვენციების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობის წინააღმდეგ მიმართული ინტერვენციების (სახელწოდებით „საუკეთესო შენაძენი“ – “best buy”) ეფექტიანობა და წარმოადგენს საუკეთესო ინვესტიციას. გადაიხედოს და შეიცვალოს სხვადასხვა კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი.

 

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი

პაპილომა ვირუსი და ვაქცინაცია
ლუგარის ლაბორატორია