ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა - კონფერენცია 15.11.2017

2017 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა ეროვნული კონფერენცია  სახელწოდებით

 

                                     ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა

კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების, განათლებისა და მეცნიერების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე,  პარტნიორი ორგანიზაციების (მათ შორის -  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლობის), სამედიცინო საზოგადოების, ქალაქების: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიისდა ექსპერტთა ჯგუფის წევრები.

ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებს შორის მსოფლიოში ფიქსირდება:

 - ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული 630 000 კიბოს შემთხვევა, მათ შორის - 530 000 (84%) საშვილოსნოს ყელის კიბო.

 - საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 266 000 შემთხვევა, რაც ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ს შეადგენს.

-  საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა  71% გამოწვეული იყო პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით. 

- საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო  მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში.

 - ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

მდგომარეობა საქართველოში: ონკოლოგიური დაავადებები კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის, მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა.

ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით, 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან, 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, შემთხვევათა 26% - 70 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის შემთხვევათა 1%, 15-დან 19 წლამდე მოზარდებზე - 0.4%. რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალებში რეგისტრირებულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში რეგისტრირებული შემთხვევების 24%.

ბოლო წლების მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს.  საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო და ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული სხვა დაავადებები საერთაშორისო დონეზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და  იძლევა რეკომენდაციას იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩართვასთან დაკავშირებით. 

2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 (31%)  ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა  აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით  მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა  ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს (ტიპი 16 და ტიპი 18), რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს. ვაქცინა ჯვარედინი მოქმედების მექანიზმით, ასევე უზრუნველყოფს დაცვას ვირუსის იმ ტიპებისაგან, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.

2016 წლის ბოლოსთვის იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI)  მხარდაჭერით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 23 ქვეყანაში. ალიანსის მხარდაჭერა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ 2020 წლისათვის 40 მლნ გოგონა იქნას დაცული  საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან და ამით მსოფლიომ თავიდან აიცილოს გარდაცვალების  900 000-მდე შემთხვევა.

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი  სხვადასხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, აძლევს შესაძლებლობას, 2017-2019 წლების განმავლობაში განახორციელოს 2008-2009 წლებში დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაცია. 

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნისათვის საკმარისია წელიწადში 15 000 გოგონას ორჯერადი ვაქცინაციისათვის, შობადობის გათვალისწინებით (2008 წელს დაბადებულ გოგონათა რაოდენობა შეადგენს 24 845, 2009 წელს - 30 999)  შერჩეულ იქნა  ქალაქები - თბილისი და ქუთაისი და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები. აღნიშნული ორწლიანი პროექტის წარმატებით განხორციელება საწინდარი იქნება ქვეყანაში  ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეტაპობრივი დანერგვისათვის, რაც უზრუნველყოფს პაპილომავირუსით გამოწვეული სერიოზული დაავადებების ტვირთის შემცირებას.

2017 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს N1650 განკარგულების, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის 2016 წლის 27 ივლისის სხდომის №1/15 ოქმისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის  N249 დადგენილების მე-5 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და იმუნიზაციის მართვის გაუმჯობესების მიზნით,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 ოქტომბრის #01-211/ო ბრძანების, “შერჩევით ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”,  თანახმად ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში  იწყება 2008-2009 წელს დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ვაქცინაციისათვის საუკეთესო ასაკია 9-დან 14 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე,  ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება ძლიერი და ეფექტური იმუნური პასუხი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ვირუსით დაინფიცირება ძირითადად ხდება 25 წლამდე ასაკში და უმრავლესობა ინფიცირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან სულ მცირე დროში. ამ ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია ორდოზიანია აცრებს შორის მინიმალური ინტერვალით 6 თვე.

აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა. აცრის შემდეგ, შესაძლებელია განვითარდეს ჩვეული გვერდითი მოვლენები (ინექციის ადგილის სიწითლე და მტკივნეულობა ტემპერატურის მატება). ასეთი გვერდითი მოვლენები ხშირია და საშიში არ არის.  აცრის შემდეგ რაიმე უჩვეულო მოვლენის განვითარების  შესახებ აცნობეთ ექიმს!

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია - აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

აპვ რესურსთა კრებული

ზოგადი ინფორმაცია ადამიანის  პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული დაავადებების და ვაქცინაციის შესახებ

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია;  2017 წელი, მაისი 

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათი

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია