ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პროფაილის წარდგენა 26.10.2017

2017 წლის 23-27 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით ქ. თბილისში ტარდება ჯანდაცვის ინფორმაციულ სისტემებზე საერთაშორისო სასწავლო კურსის "Autumn School on Health Information and Evidence for Policy-making" მე-6 რაუნდი, რომელზეც მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი კლაუდია შტეინი, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად და მონაწილეები ევროპის რეგიონის ხვადასხვა ქვეყნებიდან - დაახლოებით 50 ადამიანი.

სასწავლო კურსი ევროპის ჯანმრთელობის ინფორმაციული  ინიციატივის მნიშვნელოვანი აქტივობაა და წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს  შესაძლებლობების გაძლიერებას „ჯანმრთელობა 2020“-ის პოლიტიკური ჩარჩოსა და სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ევროპის რეგიონში.

საერთაშორისო სასწავლო კურსის მიზანია, არსებულ მონაცემებსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს შორის შესაბამისობის დადგენა, რისთვისაც განხილულ იქნება ქვეყნების რეალური ეროვნული მონაცემები;  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინდიკატორებისა და კერძოდ - „ჯანმრთელობა 2020“-ის სამიზნე ინდიკატორების განხილვა; „ჯანმრთელობა 2020“-ის იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით არსებული საინფორმაციო წყაროების გამოყენება და ამ წყაროებიდან მოპოვებული მონაცემთა ხარისხის შეფასება; ჯანმრთელობის სისტემაში უთანასწორობის მონიტორინგისთვის საჭირო მეთოდებისა და მონაცემების თაობაზე ცოდნის ამაღლება; აუცილებელ მონაცემთა საჭიროების განსაზღვრა კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს ეფექტური მზადყოფნისა და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით; ჯანდაცვაში სწორი ანგარიშგებისათვის საჭირო ხარისხის კრიტერიუმებისა და პოლიტიკის რეკომენდაციების "ჯანმრთელობა 2020"-ის პრიორიტეტების შესაბამისად ფორმირების მეთოდების შესწავლა; უკეთესი პრაქტიკისა და ინსტრუმენტების შესახებ ინფორმატიულობის ამაღლება სამეცნიერო კვლევებსა და პოლიტიკის ფორმირების პროცესს შორის განსხვავების შემცირებისა და მტკიცებულებების ამ პროცესში გათვალისწინების მიზნით და სხვ.

ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო როგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პროფაილის სრული ვერსია და მისი მოკლე მიმოხილვა, რომლის ოფიციალური წარდგენა გაიმართება ზემოთაღნიშნული კურსის ფარგლებში - ა.წ. 26 ოქტომბერს 13:15 სთ-ზე.

პროფაილის წარდგენა მოხდება ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორის ქალბატონი კლაუდია შტეინისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ქალბატონი ნინო ბერძულის მიერ, ხოლო პრეზენტაციას წარადგენს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

საქართველო მეოთხე ქვეყანაა საბერძნეთის სლოვენიისა და მოლდოვას შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პროფაილის შემუშავება მოახდინა. დოკუმენტში თავმოყრილია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მაჩვენებლები და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არსებული მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესაფასებლად. 

 

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია