ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 2017 წლის 11-14 სექტემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) წარმატებით განხორციელებაში მისი გამოცდილების შესახებ. 

2017 წლის სექტემბერი - ალცჰეიმერის დაავადების მსოფლიო თვე

2017 წლის სექტემბერში ალცჰეიმერის დაავადება მეექვსედ აღინიშნება გლობალურად. მისი გზავნილი „გახსოვდე“, დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

21 სექტემბერს ალცჰეიმერის დაავადების  საერთაშორისო დღე  აღინიშნება. გლობალური კამპანია მსოფლიოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის დაძლევას ეძღვნება. 

 

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
13 ოქტომბერი თრომბოზის მსოფლიო დღეა

თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო ორგანიზაცია მხარს უჭერს საგანმნათლებლო კამპანიას მოსახლეობის გათვითცნობიერების მიზნით - რისკებისა და პრევენციული ქმედებების მიმართულებით

13 ოქტომბერი გერმანელი მეცნიერის რუდოლფ ვირხოვის დაბადების დღეა, რომელიც თრომბოზის პათოფიზიოლოგიის საკითხებში პიონერად ითვლება

ღრმა ვენების თრომბოზი

ღრმა ვენების თრომბოზი გულისხმობს სისხლის პათოლოგიური შესქელების  ანუ კოლტის არსებობას ქვემო კიდურების, თეძოს ან მენჯის მსხვილ ვენებში, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს.

კლინიკური მდგომარეობის ნაადრევად გამოვლენისა და ეფექტიანი მკურნალობის შემთხვევაში-გამოსავალი კეთილსაიმედოა

პრობლემა ისაა, რომ პაციენტი უმრავლეს შემთხვევაში რისკს ვერ აცნობიერებს, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ არ აქვს და აგვიანებს სამედიცინო პერსონალთან მიმართვას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეზეა ტკივილის სიმპტომი.   

ფილტვის არტერიის ემბოლია-პულმონური ემბოლია

პულმონური ემბოლია ღრმა ვენების თრომბოზის სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა, რომლის დროსაც კოლტის ნაწილი ან მთლიანად კოლტი გადაადგილდება სისხლით და ხვდება ფილტვის არტერიებში.

სახეზეა ქოშინი და წნევის მომატება ფილტვის არტერიაში (პულმონური ჰიპერტენზია); ნებისმიერ  ასეთ შემთხვევას შესაძლოა ჰქონდეს ფატალური დასასრული.

რა შეგრძნებებია ამ დროს?

ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში  შესაძლოა ადგილი ჰქონდეს  ტკივილს კიდურში ან შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოვლენილ შემდეგ სიმპტომებს:

  • კიდურის შეშუპება
  • გაურკვევლი წარმოშობის ტკივილი ან დაბუჟება კიდურში
  • კიდური შესაძლოა იყოს თბილი შეხებისას
  • სიწითლე დაზიანებულ ადგილას

მსგავსი სიმპტომები შეასძლოა თან ახლდეს სხვა მდგომარეობებს, როგორიცაა კუნთის დაჭიმვა, ე.წ. კრამპი-ანუ კრუნჩხვა, უხერხული მოძრაობის შედეგი. ასეთ დროს შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტირება დაგვიანდეს და დაავადების გამოსავალი გართულდეს. 

პულმონური ემბოლიის სიმპტომები

  • უეცრად დაწყებული ქოშინი
  • ტკივილი, ზეწოლა ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც იმატებს სუნთქვისა და ხველისას
  • სისხლიანი ხველა
  • უცებ განვითარებული კოლაფსი (მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ერთ – ერთი ფორმა, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვოვანი ტონუსის მკვეთრი დაქვეითებით ან ცირკულირებადი სისხლის მასის სწრაფი შემცირებით, რაც იწვევს გულისაკენ ვენური სისხლდინების შემცირებას, არტერიული და ვენური წნევის დაქვეითებას, ტვინის ჰიპოქსიას და ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვას)
  • ღრმა ვენების თრომბოზი ხშირად ტკივილის გარეშე ვითარდება, ამიტომაც თუ გაქვთ რისკები, უნდა გაიკეთოთ სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია და შეაფასოთ  მდგომარეობა
  • რაც შეეხება პულმონურ ემბოლიას, მისი ადრეული დიაგნოსცირება ზოგჯერ რთულია, საბოლოო დიაგნოზი ისმება კომპუტერული ტომოგრაფიის საშუალებით
  • აქედან გამომდინარე, თუ გაქვთ ღრმა ვენების თრომბოზი და  მწვავედ დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი - დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს!!!!

არის თუ არა შესაძლებელი ეფექტიანი მკურნალობა?

ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის ალგორითმი გულისხმობს, ანტიკოაგულანტების გამოყენებას, ელასტიური ბინტების რეკომენდირებას, თრომბოლიზისს,ზოგიერთ შემთხვევაში ემბოლექტომიას.

ყველაზე ადვილი და ეფექტიანი გზა - რისკის შემცირებაა 

რისკის ფაქტორები

  • უახლოეს წარსულში ქირურგიული ოპერაცია ან ტრავმა
    • ანამნეზში ღრმა ვენების თრომბოზის ეპიზოდი
    • ორსულობა და ორსულობის შემდგომი პერიოდი(6 კვირა)
    • ასაკი
    • ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი და მისი მკურნალობა
    • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია და კონტრაცეპტული საშუალებები
    • ღრმა ვენების თრომბოზის ოჯახური ისტორია
    • გახანგრძლივებული წოლითი რეჟიმი
    • სიმსუქნე
    • თამბაქოს მოხმარება
    • ხანგრძლივი მგზავრობა (მჯდომარე) 6-8 სთ

თრომბის წარმოქმნის მომატებული რისკი ვლინდება ორსულობისას და შემდგომ 6 კვირის განმავლობაში. იყავით ფხიზლად ღრმა ვენების თრომბოზის გამოსარიცხად, თუ გაქვთ:

  • კიდურის უეცარი შეშუპება
  • აუხსნელი ტკივილი კიდურში
  • სიწითლე კიდურის დაზიანებულ ადგილას
  • შეხებით კიდური შესაძლოა თბილი იყოს

იყავით ფხიზლად პულმონური ემბოლიის გამოსარიცხად, თუ გაქვთ:

  • მწვავედ დაწყებული სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი,ზეწოლა და დისკომფორტი გულმკერდში
  • სისხლიანი ხველა
  • უეცარი კოლაპტოიდური ეპიზოდი

გილოცავთ-ახალი სიცოცლის დაბადებას!!!!!

 

http://www.worldthrombosisday.org/about/wtd/

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია