ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 

გრიპის პოსტერები
არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
სამუშაო შეხვედრა - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების საკითხებზე (ჯანმოს სგგდ ეპიდზედამხედველობის ახალი მექანიზმის - სპექტრუმის პილოტური დანერგვა) 23-24.08.2017

2015 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის რეგიონში დაიწყო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT) პროცესის ხელშეწყობა და იძლევა რეკომენდაციებს, სადაც დეტალურად არის განხილული ელიმინაციის ვალიდაციისათვის საჭირო კრიტერიუმები და პროცესები. იმისათვის, რომ ქვეყანამ განაცხადოს აღნიშნული დაავადებების ვერტიკალური გზით გადაცემის ელიმინაცია, საჭიროა დააკმაყოფილოს ძირითადი ინდიკატორები. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ელიმინაციის ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მდგომარეობის დეტალურად ადგილზე გასაცნობად და საჭირო რეკომენდაციების გასაზიარებლად, მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს პერიოდში საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისია. ვიზიტის ძირითადი მიზანია, სამუშაო შეხვედრის ჩატარება, რომელზეც განხილულ იქნება პროგრამა სპექტრუმის პილოტური დანერგვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კუთხით, რაც მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ქვეყანაში აღნიშნულ დაავადებათა მაჩვენებლების შეფასებისათვის.

ექსპერტთა მისიის ფარგლებში განიხილება აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT) ვალიდაციის საკითხი,რომელსაც დაესწრებიან საქართველოში დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნული საბჭოს წევრები.

 

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია