ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 2017 წლის 11-14 სექტემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) წარმატებით განხორციელებაში მისი გამოცდილების შესახებ. 

2017 წლის სექტემბერი - ალცჰეიმერის დაავადების მსოფლიო თვე

2017 წლის სექტემბერში ალცჰეიმერის დაავადება მეექვსედ აღინიშნება გლობალურად. მისი გზავნილი „გახსოვდე“, დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

21 სექტემბერს ალცჰეიმერის დაავადების  საერთაშორისო დღე  აღინიშნება. გლობალური კამპანია მსოფლიოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის დაძლევას ეძღვნება. 

 

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
ლექცია/სემინარი - ახალშობილთა სმენის სკრინინგი 20.07.2017

2017 წლის 20 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენნტრში გაიმართა აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებლი დირექტორის, იუტას უნივერსიტეტის  პროფესორ ბატონ კარლ ვაითის ლექცია/სემინარი თემაზე


ახალშობილთა სმენის სკრინინგი
 
ლექცია სემინარს დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძული, ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე და  ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები. ასევე, ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებების პეროსნალი: ნეონატოლოგები, პედიატრები, ოტორინოლარინგოლოგები და ცენტრის თანამშრომლები.
 
ლექცია/სემინარის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. 
 

2017 წლის 17-21 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“, ფონდ „აი ია“-ს და შპს „კინდ-სმენას“ ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო და სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს ერთკვირიანი ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა ასაკის სმენის დარღვევების ადრეული გამოვლენის და ახალშობილთა სმენის სკრინინგის გაფართოების ხელშეწყობას.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ და ფონდი „აი ია“-ს მიერ გადაეცემა 5-5 ერთეული ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატურა შემთხვევათა რეგისტრაციის და მიდევნების სისტემით, რომლებიც განთავსდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების კრიტერიუმებით შერჩეულ 10 სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 17-19 ივლისს, აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ მიერ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდათ ტრენინგების ციკლი ახალშობილთა სმენის სკრინინგის ტექნიკური შესრულების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.  21 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საზეიმო ვითარებაში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.  

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია