ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია
იმუნიზაციის აპლიკაცია მობილურებისთვის
20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
გრიპის პოსტერები
არქივი>>
პუბლიკაციები
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში - მოკლე მიმოხილვა 2016
არქივი>>
საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება 16.05.2017

 

 

2017 წლის 16 მაისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის

საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება

გახსნის ცერემონია

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, იტალიის ელჩმა საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის რესპულიკის საელჩოების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ასევე, ადგილობრივიმა ექსპერტებმა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,  საერთაშორისო ექსპერტებმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოების გზით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებენ იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (Istituto Superiore di Sanità), იტალიის ფონდი „მინოპრიო“ (Fondazione Minoprio), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო (PHE) და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტი (NOFER), ბენეფიციარ უწყებასთან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

პროექტის განხორციელების პერიოდი მოიცავს 21 თვეს.

 

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია