ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 2017 წლის 11-14 სექტემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) წარმატებით განხორციელებაში მისი გამოცდილების შესახებ. 

2017 წლის სექტემბერი - ალცჰეიმერის დაავადების მსოფლიო თვე

2017 წლის სექტემბერში ალცჰეიმერის დაავადება მეექვსედ აღინიშნება გლობალურად. მისი გზავნილი „გახსოვდე“, დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

21 სექტემბერს ალცჰეიმერის დაავადების  საერთაშორისო დღე  აღინიშნება. გლობალური კამპანია მსოფლიოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის დაძლევას ეძღვნება. 

 

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
სიახლეები
გრიპის ეპიდსიტუაცია
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი,რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2017 წლის 19 ოქტომბერს 11:00 საათზე სასტუმრო „Holiday Inn“-ში,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართება საქართველო-გერმანიის წლისადმი მიძღვნილი ბიოდაცვისა და  ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი.

„დატყუპების პროექტი - გარემოს და ჯანმრთელობის სიტემის გაძლიერება საქართველოში“ 18.10.2017

2017 წლის 18 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით გაიმართა „დატყუპების პროექტი - გარემოს და ჯანმრთელობის სიტემის გაძლიერება საქართველოში“ (Twinning Project GE22- „Strengthening Environmental Health System in Georgia“) საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა.

პრესკონფერენცია - აზიური ფაროსანა, 14.10.2017

2017 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პრესკონფერენცია თემაზე აზიური ფაროსანა.

მოსახლეობის უფასო, ნებაყოფლობითი სკრინინგი C ჰეპატიტზე

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული საყოველთაო სკრინინგის ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა  ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დკსჯეც - ის ცენტრის ლაბორატორიებში შემდეგ მისამართებზე:

არქივი>>
ღონისძიებები
სეზონური გრიპის ვაქცინაცია 13.10.2017

2017 წლის 13 ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე სეზონური გრიპის ვაქცინაცია.          

შეხვედრა - „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერება საქართველოში“-04.09.2017

2017 წ. 4 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა პროექტის „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერება  საქართველოში“ მიმდინარე შედეგები. 

სამუშაო შეხვედრა - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების საკითხებზე (ჯანმოს სგგდ ეპიდზედამხედველობის ახალი მექანიზმის - სპექტრუმის პილოტური დანერგვა) 23-24.08.2017

2015 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის რეგიონში დაიწყო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT) პროცესის ხელშეწყობა და იძლევა რეკომენდაციებს, სადაც დეტალურად არის განხილული ელიმინაციის ვალიდაციისათვის საჭირო კრიტერიუმები და პროცესები.

აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური პლენარული შეხვედრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და CDC სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აბრეშუმის გზის ქვეყნების ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში, რომელიც გაიმართა 21-22 აგვისტოს, ქ. კიევში, უკრაინა.

არქივი>>
აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია