|
წითელას შემთხვევები 18.06.2013
| ასაკობრივი ჯგუფი |
წითელას შემთხვევები საქართველოში |
მ.შ. ჰოსპიტალიზებული |
წითელას შემთხვევები თბილისში |
მ.შ. ჰოსპიტალიზებული |
ლაბორატორიულად დადასტურებული სულ |
მ.შ. ლეტალური |
| 0-1 |
489 |
183 |
285 |
99 |
31 |
1 |
| 1-4 |
736 |
239 |
392 |
144 |
47 |
|
| 5-9 |
373 |
87 |
175 |
44 |
16 |
|
| 10-14 |
329 |
75 |
189 |
48 |
15 |
|
| 15-19 |
587 |
178 |
333 |
98 |
47 |
1 |
| 20-29 |
1718 |
520 |
1027 |
312 |
182 |
|
| 30+ |
1079 |
298 |
726 |
212 |
106 |
|
| სულ |
5311 |
1580 |
3126 |
957 |
444 |
2 |
რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს. დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით ინფიცირების სიმპტომად ითვლება. ვრცლად
კორონავირუსის (MERS-CoV) ახალი ინფექცის შესახებ
ახალი კორონა ვირუსი მიჩნეულია როგორც ცხოველური წარმოშობის და ვრცელდება სპორადულად ჯერ კიდევ დაუდგენელი გზით, თუმცა მას აქვს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი. იგი მცირე აზიის რესპირატორული სინდრომის სახელწოდებით (MERS-CoV) მოიხსენიება და წარმოშობის სათავეს ამ რეგიონის ქვეყნებიდან იღებს. ვრცლად
დასუფთავების ეროვნული აქცია
16 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დასუფთავების ეროვნულ აქციას შეუერთდა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო. მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია მოიცავს თბილისს და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დასუფთავების აქციები გაიმართა 80-ზე მეტ ადგილას. ვრცლად
ბრიფინგი და დაჯილდოების ცერემონიალი ცენტრში
2013 წლის 14 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი და დაჯილდოების ცერემონიალი. 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღნიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ვრცლად

პრესრელიზი
2013 წლის 13 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დონაციის კვირეულის (10 – 14 ივნისი) ფარგლებში გაიმართა თანამშრომლების სისხლის ჩაბარების აქცია. ვრცლად

სისხლის დონორის მსოფლიო დღე
„აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი“
2013 წლის 14 ივნისი - 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ.ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს. ვრცლად
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი
მიმდინარე წლის 3 -7 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ვიზიტით ესტუმრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი შეფასების მისიის განსახორციელებლად. ვრცლად
2013 წლის 3 ივნისს 10.00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიის სპეციალისტების მესამე კოჰორტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი. ვრცლად
1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა
1950 წლიდან, 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად ბავშვთა დღე აღინიშნება. ბავშვთა საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. ვრცლად
მსოფლიო თამბაქოს გარეშე
ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე. ამ დღის აღნიშვნით აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ ძირითად ღონისძიებებზე კეთდება, რაც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს. 2013 წლის 31 მაისის თემად შეირჩა. ვრცლად

2013 წლის 29 მაისს 14:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა და USAID-ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის (თერაპევტები, ოჯახის ექიმები) ჩაატარა კონფერენცია თემაზე:
თამბაქოს მოხმარების პრევენცია და მიტოვების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის საკითხები ვრცლად

მსოფლიო თამბაქოს გარეშე, 31 მაისი
აქტივობები
28 მაისი: N# 51 საჯარო სკოლა 13:00 – საჯარო ლექცია (აუდიტორია – 200 მოსწავლე)
29 მაისი: N# 1 გიმნაზია 11:00 – ფლეშმობი, 11:15–საჯარო ლექცია (აუდიტორია – 150 მოსწავლე)
30 მაისი თსსუ 11:00-12:00 პეტიციაზე ხელის მოწერა ( სტუდენტური თვითმმართველობის 4 წარმომადგენელი იმოძრავებს სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში და სტუდენტებს გააცნობს დოკუმენტის შინაარსს). ვრცლად
შეხვედრა ტაილანდის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციასთან
2013 წ. 27 მაისს, ტაილანდის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის 23 კაციანი დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ბ–ნ ანან არიაჩაიპანიჩის ხელმძღვანელობით ეწვია ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ, გამართა პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ზოგადად ჯანდაცვის, სამედიცინო დაზღვევის და სამედიცინო განათლების საკითხებიც.
ინფორმაცია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლერების შესახებ
საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს მიიღო კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის 15.03.2013-ის #58 დადგენილება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ვრცლად
შეხვედრა ლ.საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში
2013 წლის 22 მაისს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საფრთხეების შემცირების აშშ–ს თავდაცვის ოფისის (DTRA) საქართველოს წარმომადგენლობას, CH2MHILL-ის და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ლაბორატორიის წარმომადგენლობასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის ინტეგრაციის და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
|
2013 წლის 14 მაისს 17:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციამ ჩაატარა ბრიფინგი თემაზე: კანის კიბოს საწინააღმდეგო პანევროპული კამპანია „ევრომელანომა“ ვრცლად
|
პოსტერი
 |
სემინარული მეცადინეობა
2013 წლის 17 მაისს 16.00 საათზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა სემინარული მეცადინეობა თემაზე "წითელა".
სემინარი
2013 წლის 13 მაისს 16:00 საათზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი თემაზე: ,,კლასიკური სამედიცინო გენეტიკა და ახალი ერა პერსონალური მედიცინის მოდელის სახით". სემინარი ჩაატარა ნინო ონიაშვილმა, ფილოსოფიის დოქტორმა, გენეტიკის სპეციალობით, ონკოლოგიური გენეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა (რაფაელ რეკანატის სახელობის გენეტიკის ინსტიტუტი, რაბინის სამედიცინო ჰოსპიტალი, თელ-ავივის უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა. ისრაელი) ვრცლად
ინფორმაცია რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემადგენლობაშიინტეგრაციასთან დაკავშირებით
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება უპრეცენდენტო ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა. ვრცლად
ვიზიტი რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში
2013 წლის 8 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო ცენტრის ინფრასტრუქტურისა და მუშაობის გაცნობა. ვრცლად
ასთმის მსოფლიო დღე 7 მაისი, 2013
ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA) ყოველწლიურად აღინიშნავს ასთმის მსოფლიო დღეს, რომელიც მიზნად ისახავს ასთმის შესახებ მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და დაავადების მართვის გაუმჯობესებას.
2013 წლის ასთმის მსოფლიო დღის თემა კვლავ არის „თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა“. თუმცა წელს GINA – მ ამ სლოგანს დაამატა ქვეთემა „დროა, გააკონტროლო ასთმა“. ვრცლად
2013 წლის 28 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამის მხარდაჭერით მთაწმინდის პარკში ,,ბომბორა“ ჩაატარა ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ღონისძიებების შემაჯამებელ კონცერტი ლოზუნგით: აცერი და დაიცავი ვრცლად
მალარიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე
25 აპრილი, 2013
ბოლო ათწლეულის მანძილზე კაცობრიობამ მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2000 წლიდან მალარიით სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 25% – ით, 99 ქვეყნიდან 50 ქვეყანა უახლოვდება ჯანმრთლობის მსოფლიო ასამბლეის მიერ 2015 წელს დასახულ მიზანს, რომელიც ითვალისწინებს მალარიის ინციდენტობის მაჩვენებლის შემცირებას 75% – ით. ამ წარმატების საფუძველს წარმოადგენს ინფექციის გადამტანების ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მასშტაბების გაფართოება, აგრეთვე დიაგნოსტიკური ტესტირებისა და ხარისხიანი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ვრცლად

ევროპის იმუნიზაციის კვირეული, 2013 წლის 22-27 აპრილი აცერი და დაიცავი
მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2013 წლის 22 -27 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის გზით და სპეციალური ფოკუსირებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე. საქართველო, როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან. ვრცლად
იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია
2013 წლის 24 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამის ფარგლებში შექმნილი: იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია ვრცლად
შეხვედრა ცენტრში
19 აპრილს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლის ქ. ნინო ხეცურიანის პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე განხილული იქნა მიმდინარე წითელა-წითურას აფეთქება და ასევე ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის განახლებული გაიდლაინები წითელა-წითურის ეპიდ ზედამხედველობასა და აფეთქებებზე. ვრცლად
განცხადება
2013 წლის 19 აპრილს 16:00 საათზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო საბჭოს ორაგანიზებით სემინარული მეცადინეობების ციკლიდან "ეპიდემიოლოგია" ჩატარდა ლექცია თემაზე: ”გრიპი საქართველოში (2011-2013 წ.წ.) “ მომხსენებლები: ი.ქარსელაძე, ა. მაჩაბლიშვილი
ბრძანება "წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისი განკარგულება
ქ.თბილისში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების წესი - დანართი #1 მიმართვის ბარათი - დანართი #2 იმუნიზაციის საანგარიშგებო ფორმა - დანართი #3 იმუნიზაციის საანგარიშგებო ფორმის (შემთხვევათა რეგისტრაციის) შევსების ინსტრუქცია - დანართი #4
დროებითი მითითებები წითელას ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით - დანართი #5
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წწყ ვაქცინის მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა
ხშრად დასმული კითხვები წითელას შესახებ
წითელა: კითხვები და პასუხები ინფორმაცია დაავადებისა და ვაქცინების შესახებ
რა იწვევს წითელას? ვრცლად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორიის სრული აკრედიტაციის დამადასტურებელი წერილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს გადამდები დაავადებების, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს განყოფილების დირექტორის ბატონ როდიერის წერილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორიისთვის 2013 წელს სრული აკრედიტაციის მინიჭების თაბაზე. ვრცლად

რა არის წითელა? გამომწვევი
წითელა ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადებაა. დაავადებას და ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას, ერთი და იმავე სახელით მოიხსენიებენ - წითელა. ჩვეულებრივ, წითელას ვირუსი მრავლდება ფილტვების და ხახის უჯრედებში. ვრცლად
წითელა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები
World Health Organization Fact sheet N°286 თებერვალი 2013
მნიშვნელოვანი ფაქტები
• მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომია უსაფრთხო და ხარჯთეფექტური ვაქცინა, წითელა ბავშვებში გარდაცვალების ერთერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ვრცლად
ბატონ გუნელ როდიეს შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დირექტორი ბატონი გუნელ როდიე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა (აშშ საფრთხის შემცირების სააგენტო, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში). შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში წითელას მიმდინარე სიტუაცია, საერთაშორისო დონორების მხრიდან წითელას ელიმინაციის პროცესისათვის მიმართული მხარდაჭერის და მასობრივი ვაქცინაციის სამომავლო კამპანიის განხორციელების საკითხები.
ბატონ გუნელ როდიეს ვიზიტი ცენტრში 16.04.2013
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დირექტორი ბატონი გუნელ როდიე ვიზიტით იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. იგი გაეცნო ცენტრის თანამშრომლებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებას. მან დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა.
C ჰეპატიტი
● C ჰეპატიტი არის C ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადება. ● დაავადების კლინიკა რანჟირებს მწვავე რამდენიმეკვირიანი მსუბუქი მიმდინარეობიდან ქრონიკულ მიმდინარეობამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე და შეიძლება დასრულდეს ციროზის და/ან ღვიძლის კიბოს განვითარებით. ვრცლად
შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელებთან
2013 წლის 14 აპრილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებსა და ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს შორის. შეხვედრა ორგანიზებული იყო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ. ვრცლად
ხშირად დასმული კითხვები A(H7N9) გრიპის ვირუსით ადამიანების დაინფიცირების შესახებ, ჩინეთი
2013 წლის 5 აპრილის განახლებული მონაცემები (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)
1. რა არის A(H7N9) გრიპის ვირუსი?
A H7 გრიპის ვირუსები მიეკუთვნება გრიპის ვირუსების ისეთ ჯგუფს, რომელიც ჩვეულებრივ ცირკულირებს ფრინველებს შორის. A(H7N9) გრიპის ვირუსი არის H7 ვურისების ფართო ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ H7 ვირუსები (H7N2, H7N3 და H7N7) იშვიათად იწვევდა ადამიანის ინფიცირების შემთხვევებს, ჩინეთიდან შეტყობინების მიღებამდე, H7N9 ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა არასდროს ყოფილა შეტყობინებული. ვრცლად
ჰიპერტენზიის კვირეულის (1–7 აპრილი) შემაჯამებელი პრესკონფერენცია
2013 წლის 8 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება ჰიპერტენზიის კვირეულის (1–7 აპრილი) შემაჯამებელი პრესკონფერენცია. ვრცლად

კონფერენცია ქუთაისში
2013 წლის 6 აპრილს 12:00 სთ. ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერევენციული მედიცინის ცენტრში ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში ტარდება არტერიული ჰიპერტენზიისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა. ვრცლად
2013 წლის 3 აპრილს 14:00 საათზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ ვრცლად

2 აპრილი – აუტიზმის მსოფლიო დღე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთხმად შეუერთდა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად. აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა. იგი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის მიერ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებას, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. ვრცლად
ჰიპერტენზიის კვირეულისადმი (1–7 აპრილი) მიძღვნილი კონფერენცია
2013 წლის 2 აპრილს 14:00-17:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ჰიპერტენზიის კვირეულისადმი (1–7 აპრილი) მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენცია ტარდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით. კვირეული მიმდინარეობს ლოზუნგით ვრცლად
ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
ჰიპერტენზიის კვირეულის მანძილზე, დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ლ.საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიერ იგეგმება ჩატარდეს: პრეს-კონფერენცია, კონფერენცია, წნევის გაზომვის აქციები პარლამენტში, სხვადასხვა სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აგრეთვე სპორტული შეჯიბრებები, სოციალური და მედია კამპანია და სხვ. ვრცლად

პრესკონფერენცია - ჰიპერტენზიის კვირეული
1 აპრილი, 2013 წელი 11:00 საათი
7 აპრილი – ჯანმრთელობის მსოფლიო დღე უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსებასა და მისი კონსტიტუციის მიღებას. ყოველწლიურად, ამ დღეს ორგანიზაცია ირჩევს მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, რათა შერჩეული თემა მოექცეს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 2013 წელს პრიორიტეტულ თემად არტერიული ჰიპერტენზია დასახელდა. ვრცლად
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
7 აპრილი, 2013
ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების დღეს - 1948 წლის 7 აპრილი.
ამ დღის აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტულ პრობლემას.
2013 წლის თემაა ჰიპერტენზია. ვრცლად
პრესკონფერენცია - საქართველო თამბაქოს გარეშე
2013 წლის 29 მარტს 13:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას თემაზე: საქართველო თამბაქოს გარეშე. ვრცლად
ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე
თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ეწევიან საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას და მუცლად მყოფ ნაყოფს. ორსულობის დროს მოწევის საფრთხეებია: : ახალშობილის ნაადრევი დაბადება, გარკვეულ თანდაყოლილი პათოლოგიები და ახალშობილთა სიკვდილი. ასევე აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მოწევა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს. ვრცლად
თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა
მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლი) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით. ვრცლად
როტავირუსით გამოწვეული დაავადებები და მისი პრევენციის მეთოდები
როტავირუსი მსოფლიოში ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში მძიმე დიარეული დაავადებების ერთ–ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. თითქმის ყველა ბავშვი, 5 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც ინფიცირდება როტავირუსით და მათ უმრავლესობას გასტროენტერიტი უვითარდება. დიარეის სხვა გამომწვევებისაგან განსხვავებით, როტავირუსული გასტროენტერიტები კვლავაც გვხვდება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც კარგი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებია (ვირუსის ფართო გავრცელების, მცირე მაინფიცირებელი დოზის და გარემო პირობების მიმართ მდგრადობის გამო). ვრცლად
შეხვედრა აშშ–ს სამხედრო ძალების წარმომადგენლებთან
2013 წლის 26 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა აშშ–ს სამხედრო ძალების წარმომადგენლებთან. ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფუნქციებისა და ვალდებულებების, სახელმწიფო პროგრამებისა და ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. ვრცლად

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
2013 წლის 27 მარტს, ოთხშაბათს, სსიპ. ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ატარებს საკოორდინაციო შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იქნება ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო ხედვა და სტრატეგია. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ წინადადებები, სავარაუდო მიმართულებები და გეგმები სამეცნიერო კვლევების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მიმდინარე პროგრამების გაძლიერებაზე.
ბრძანება #06-62/ო ჰიპერტენზიის შესახებ
საქართველოს მთარობის დადგენილება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
2013 წლის 24 მარტს 13.00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჰიპერმარკეტ „კარფურში“ (II სართული) ატარებს აქციას, რომელიც ეძღვნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს და ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის“ მხარდაჭერით.
აქციის მიზანია მოსახლეობაში ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. აქციის მსვლელობისას ცენტრის თანამშრომლები დაარიგებენ საგანმანათლებლო ფლაერებს.
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე–16 კმ.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 24 მარტი, 2013
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 24 მარტს. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისაკენ. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ისტორია იწყება 1982 წლიდან, როდესაც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა (International Union Against Tuberculosis and Lung Disease) 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოაცხადა კოხის აღმოჩენის 100 წლისთავის აღსანიშნავად. ვრცლად
ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ორგანიზებით 22 მარტს, 11:00-13.00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზირი #13) გაიმართა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ვრცლად

შეხვედრა ლ.საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში
2013 წლის 21 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საფრთხეების შემცირების აშშ–ს თავდაცვის ოფისის (DTRA) საქართველოს წარმომადგენლობასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა წითელას გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და საფრთხეების შემცირების აშშ–ს თავდაცვის ოფისის საქართველოს წარმომადგენლობასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. ვრცლად
„ 2012 წლის ანგარიში ევროპის ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ: კეთილდღეობის კურსის შემუშავება“ რეზიუმე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სტრატეგიის „ჯანმრთელობა 2020“ ფარგლებში ხორციელდება განახლებული ძალისხმევა დაინერგოს ეფექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები და მოხდეს პოლიტიკის ორიენტირება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაღრმავებაზე. ვრცლად

2013 წლის 14 მარტს 12.00 საათზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონულ და მუნიციპალურ სამსახურებთან. ვრცლად
თირკმლის მსოფლიო დღე 14 მარტი, 2013
თირკმლის მსოფლიო დღე არის ნეფროლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISN) და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის (IFKF) ერთობლივი ინიციატივა. ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის მარტის მეორე ხუთშაბათს. 2013 წლის თემაა „თირკმელები სიცოცხლისთვის–შევაჩეროთ თირკმელების შეტევა!“ თირკმლის მსოფლიო დღე აღინიშნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის თირკმლის როლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით. ვრცლად
2013 წლის 4 მარტს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორის (CPHR) სტრატეგიული სამეცნიერო გეგმის განხორციელება“. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან მეცნიერების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, რაც ითვალისწინებს საქართველოსთან პარტნიორული სამეცნიერო ურთიერთობების გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას, სამეცნიერო სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზებას და ა.შ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის მხარე მუშაობას წარმართავს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და საჭიროებების შესაბამისად. ვრცლად
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს კონფერენციას თემაზე
საქართველოში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა
27-28 თებერვალი
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ამირან გამყრელიძე (ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი), ლუდმილა მოსინა (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი), მარგარეტ კორტესე (აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი), ტიგრან ავაგიანი (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), თამარ მეგრელიშვილი (ინფექციური საავადმყოფო), საქართველოში იუნისეფის ოფისის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აგრეთვე ცნობილი პროფესიონალი კლინიცისტები, პედიატრები,ნევროლოგები, სამედიცინო ასოციაციების და კათედრების წარმომადგენლები. ვრცლად
თამბაქოს კონტროლის გამოცდილება უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
27 თებერვალი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა კონსტანტინე კრასოვსკიმ (უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თამბაქოს კონტროლის სექტორის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი) თამბაქოს კონტროლის ალიანსის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. ვრცლად

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2013 წლის 18 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართა ბრიფინგი თემაზე: „ინფორმაცია გრიპის გავრცელების შესახებ საქართველოში“
ქვეყანაში 2012-2013 წლების გრიპის სეზონისთვის დამახასიათებელი შემთხვევების მატება რეგისტრირდება წლის მე-3 კვირიდან. ამჯამად, გრიპი გავრცელებულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მეტ-ნაკლები ინტენსივობით. უმთავრესად რეგისტრირდება A/H1pdm09-ით გამოწვეული შემთხვევები, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ადგილი აქვს B ტიპის ვირუსის ცირკულაციასაც. ამასთან, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა, ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე, მთავრდება გამოჯანმრთელებით. ვრცლად

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ
2013 წელი 15 თებერვალი 16:00 საათი
საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად შემუშავებულია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ვრცლად
2013 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე: სეზონურ გრიპთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია საქართველოში ვრცლად

ინფორმაცია გრიპის გავრცელების შესახებ საქართველოში
საქართველოში, 2012-2013 წლების გრიპის სეზონზე (სეზონი იწყება წლის მე-40 კვირიდან და მთავრდება შემდეგი წლის მე-20 კვირას) გრიპის ვირუსის პირველი ლაბორატორიული დადასტურება დაფიქსირდა 48-ე კვირაში, რაც მიუთითებდა ამ სეზონზე გრიპის ვირუსის აქტიურ ფაზაში შესვლის დასაწყისს. აღნიშნულ ფაქტზე დაავადებათა კონტოროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მეშვეობით, ინფორმირებულ იქნა ყველა სამედიცინო დაწესებულება და გაიცა რეკომენდაცია გრიპის სეზონთან დაკავშირებული სამედიცინო ქმედებების გააქტიურების შესახებ. როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი. ვრცლად

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა პროფესორი ამირან გამყრელიძე.
კიბოს მსოფლიო დღე 4 თებერვალი, 2013 წელი
ონკოლოგიური დაავადებები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. 2008 წლის მონაცემებით სიკვდილის მიზეზთა შორის მეორე ადგილზეა ონკოლოგიური დაავადებები – 7,6 მილიონი შემთხვევა (13%). ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ არსებული მონაცემების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზის მიხედვით მსოფლიოში 2030 წლისათვის კიბოთი სიკვდილობის მაჩვენებელი 13,1 მილიონს მიაღწევს. ამასთან, ახალი შემთხვევების განსაკუთრებული მატება მოსალოდნელია განვითარებად ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მაღალია კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა და დაბალია 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი. ვრცლად
თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე -იანვარი, 2013 Birth Defects Prevention Month – January 2013
„თანდაყოლილი ანომალიები არის საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა“
იანვარი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა. თანდაყოლილი ანომალიები ახალშობილთა გარდაცვალების ერთერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს (დაახლოებით 20% ყოველწლიურად). ბავშვებს, რომლებიც ანომალიებით იბადებიან, მთელი ცხოვრების მანძილზე აღენიშნებათ ფიზიკური და კოგნიტიური პრობლემები. თითოეული ასეთი ბავშვის მკურნალობა დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგალითად აშშ-ში ყოველ წელიწადს ბავშვებზე თანდაყოლილი ანომალიებით ჰოსპიტალური მომსახურეობის ხარჯები $2.6 მილიარდს შეადგენს. ვრცლად

გრიპის სეზონი იწყება
გრიპი არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად აზიანებს ცხვირს, ყელს და ფილტვებს. სეზონური გრიპით ყოველწლიურად ავადდება მოსახლეობის 5-15%. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში გრიპის სეზონი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები უფრო მეტად ხდებიან ავად.
გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში. ვრცლად

დოკუმენტური ფილმი: გრიპი - მოძრავი სამიზნე
სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი/ პუბლიკაციები
|